დევიდ ბენტლი "როსტოვში" გადავიდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი დევიდ ბენტლი კარიერას რუსეთში გააგრძელებს. ფეხბურთელმა რუსული პრემირლიგის კლუბ "როსტოვთან" 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

ბენტლის თავის დროზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, "ბლექბერნში’ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მისით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული.

საბოლოოდ, 2008 წელს ლონდოლებმა მასში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, მაგრამ 27 წლის ნახევარმცველის (ნაკრებში 7 კეპი) ლონდონური კარიერა არ აეწყო და "ტოტენჰემის" რიგებში 2010 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. 2011 წელს ბენტლი განათხოვრებული იყო "ბირმინგემში", შარშან კი "ვესტ ჰემში’, მაგრამ ტრავმამ თავის გამოჩენის საშუელება არ მისცა.

"არსენალის" აღზრდილი "როსტოვში"
"ლივერპულის" ყოფილ ფორვარდ ფლორან სინამა-პონგოლეს შეუერთდა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო და რამოდენიმე დღის წინ ჩაირიცხა რუსულ კლუბში.

ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული