რაფაელ ბენიტესი "ლივერპულის" ხელმძღვანელებზე ნაწყენია

AutoSharing Option
ესპანელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის გაოცებული იყო, როდესაც "ლივერპულმა" კენი დალგლიშის გათავისუფლების შემდეგ არ სცადა მასთან დალაპარაკება. შეგახსენებთ, რომ კენის კარისკენ მაისში მიუთითეს.

ამის შემდეგ "წითლების" ამერიკელმა მფლობელებმა მწვრთნელობა ჯერ ფაბიო კაპელოს, შემდეგ კი რობერტო მარტინესს შესთავაზეს. ორივესგან უარის მიღების შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად ბრენდან როჯერსი დანიშნეს.

53 წლის ბენიტესს, რომელმაც მერსისაიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა, მიაჩნია, რომ მინიმუმ შეთავაზებას მაინც იმსახურებდა:

"ძალიან უცნაური იყო, რომ წინადადებით არ მომმართეს. მე და ჩემი შტაბის წევრები ძალიან კარგად ვიცნობთ
კლუბს, მოთამაშეებს, აკადემიას და თან ახლა უფრო გამოცდილები ვართ. ქომაგებს ჩემი დაბრუნება სურდათ, მაგრამ როგორც ხედავთ, დირექტორატში ეს აზრი თავში არავის მოსვლია".

შეგახსენებთ, რომ როჯერსის ხელმძღვანელობით ინგლისის 18-გზის ჩემპიონმა სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს.

ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული