ჯო ჯორდანი: "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს "ლივერპულის" დაცინვა უნდა აეკრძალოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე ჯო ჯორდანი მიიჩნევს, რომ სტადიონებზე საფეხბურთო მატჩების დროს უგემოვნო სიმღერების აკრძალვაა აუცილებელი.

ჯორდანის უკმაყოფილება "უიგანთან" შეხვედრის დროს  "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანების მიერ "ლივერპულისთვის" შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმღერების შესრულებამ გამოიწვია. და ეს "ჰილსბოროს" ტრაგედიის შესახებ გამოტანილი დასკვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

"იმას, რაც "უიგანთან" მატჩის დროს სტადიონზე მოვისმინეთ, ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. ვერც ფანები და ვერც მე ვერ წარმოვიდგენთ იმ ტკივილს, რომელიც გარდაცვლილი ხალხის ოჯახებმა განიცადეს.

მიმაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ამ ტრაგიკული მიზეზით "ლივერპულის" დაცინვა უნდა აეკრძალოთ", - განაცხადა
ჯორდანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული