ენდი უილკინსონს ბრალს სდებენ

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდის ცნობით, “სტოკ სიტის” 28 წლის მარჯვენა მცველ ენდი უილკინსონს ბრალად ედება “მანჩესტერ სიტის” იტალიელი ვარსკვლავის, მარიო ბალოტელის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება.

15 სექტემბერს “ბრიტანია სტედიუმზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძელმა უკანახაზელმა მეტოქეს სახეში იდაყვი უთავაზა, რაც არბიტრ მარკ კლატენბერგსა და მის ასისტენტებს გამორჩათ.

უილკინსონს ასოციაციაში იმის ახსნა მოუწევს, რაში დასჭირდა კონკრეტულ მომენტში მსგავსი ხერხი. თუკი ფეხბურთელი დამაჯერებელ ვერსიას ვერ წარმოადგენს, მას მინიმუმ 3 მატჩით ელის დისკვალიფიკაცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული