ამას გარდა, გუნდების კაპიტნები სტივენ ჯერარდი და ნემანია ვიდიჩი დაღუპულების სახელებსა და გვარებს კიდევ ერთხელ წაიკითხავენ სახალხოდ. “ლივერპულის” აღმასრულებელმა დირექტორმა იან ეირმა განაცხადა: “ჩვენთვის ეს პირველი შემთხვევაა, როცა “ენფილდზე” დაღუპულთა ხსოვნას შეგვიძლია პატივი ვცეთ. უკვე ველაპარაკეთ “იუნაიტედის” წარმომადგენლებს, რომელთაც დაადასტურეს, რომ თავის
“მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან კომენტარი თავად სერ ალექს ფერგიუსონმა გააკეთა. მან იმ ფანების საქციელიც დაგმო, რომლებიც წინა უქმეებზე “უიგანთან” შეხვედრისას “ლივერპულის” შეურაცხმყოფელ სიმღერებს ასრულებდნენ:
“ეს ძალიან ემოციური დღე იქნება. დიახ, ვადასტურებთ, “იუნაიტედი” “ლივერპულს” ყველანაირად დაეხმარება ღონისძიების ორგანიზებაში. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ შაბათს პირადად ფანების მიერ მერსისაიდელთა დამამცირებელი სიმღერები არ მომისმენია, რადგან კონცენტრირებული სულ სხვა რამეზე ვიყავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დევიდ გილი იმედგაცრუებული დარჩა რიგი გულშემატკივრების პოზიციით.
ვიცი, რომ იმას, რასაც მღეროდნენ, არაფერი საერთო არ აქვს “ჰილსბოროს” ტრაგედიისას დაღუპულებთან, რადგან პირველად ის სუარესისა და ევრას კონფლიქტის შემდეგ მოვისმინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფანების მცირე ნაწილის გამოხდომა იყო, გული მაინც დამწყდა, როცა ამბავი გავიგე”.
შეგახსენებთ, რომ ტრიბუნებზე წარმოქმნილ ჭყლეტას “ლივერპულის” 96 გულშემატკივარი შეეწირა, რაც სამართალდამცავთა არაპროფესიონალიზმითა და დანაშაულებრივი გულგრილობით იყო გამოწვეული. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კემერონის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"