ლიამ გალაგერი "ბერნაბეუდან" გააძევეს

AutoSharing Option
ცნობილ ბრიტანელ მომღერალს, ლიამ გალაგერს ესპანურ პოლიციასთან სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩემპიონთა ლიგის მატჩისას "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

"ოაზისის" ყოფილი და "ბიდი აის" ახლანდელი წევრი გამომწვევად იქცეოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე"; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისმა საყვარელმა "სიტიმ" ბოლოს მესამე გოლი გაუშვა "რეალისგან".

39 წლის გალაგერი დარბოდა ტრიბუნაზე და მასპინძელთა გუნდის ფანებს შეურაცხმყოფელი გამოთქმებით აწუხებდა. პოლიციასთან კამათის შემდეგ ლიამმა და მისმა მეგობარმა სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ძმები გალაგერების შექმნილი ჯგუფი "ოაზისი" სიტის მხარდასაჭერ კონცერტებს მართავდა. ჯგუფმა ერთი სიმღერა კლუბის ქართველ
ლიდერ გიორგი ქინქლაძესაც მიუძღვნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
wonderwall მიუძღვნეს
datoo
18:52 25-09-2012
0
გთხოვთ დაწეროთ რომელი სიმღერა მიუძღვნეს ქინქლაძეს.
dima
02:02 21-09-2012
0

სიახლეები პოპულარული