ინგლისში ხმა დაირხა, მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა პრემიერლიგაში დაბუნების სურვილი გამოხატაო და "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" მყისვე ჯიბისკენ წაიღო ხელი. ურუგვაელი ვარსკვლავი 31 წლის გახლავთ. 2002-2004 წლებში ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა. თავდამსხმელის მანჩესტერული პერიოდი წარმატებული არ გამოდგა, თუმცა ესპანეთში გადაბარგების შემდეგ მისი საქმეები კარგად აეწყო. 2004-2007 წლებში ის "ვილიარეალში" თამაშობდა, მას მერე კი მადრიდის "ატლეტიკოშია", რომლის შემადგენლობაშიც 2010-ის მაისში ევროპის ლიგა მოიგო.
დიეგო ფორლანის მადრიდული კონტრაქტი კიდევ სამ წელიწადს იქნება ძალაში, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ
ესპნეთის დედაქალაქს მალე დაემშვიდობება. ურუგვაელისთვის კარგად არის ცნობილი, რომ "სფურზის" თავკაცს ჰარი რედნაპს მისი თავის გუნდში ხილვა სურს.
ფორლანმა თქვა: "ყველას ჰგონია, რომ ინგლისში არასდროს დავბრუნდები, არადა, პრემიერლიგაში დიდებული დრო მაქვს გატარებული და თუ შანსი მომეცემა აუცილებლად გამოვიყენებ".