22 წლის "სუპერმარიო" "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ეწვია მადრიდს, მაგრამ რობერტო მანჩინისთან კონფლიქტის გამო ის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.
"დეილი სტარი" დეტალებით დაინტერესდა და შემდეგი ამბავი შეიტყო:
"სტოკ სიტისთან" მატჩის (1:1) დასრულების შემდეგ მწვრთნელმა ყველას სთხოვა, რომ მაქსიმალურად მორიდებოდნენ დატვირთვას, რათა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი მატჩისთვის ძალები შემოენახათ.
რჩევა ერთადერთმა ფეხბურთელმა არ გაითვალისწინა და გასაგებია, რომ ეს ბალოტელი იქნებოდა. ის გასართობად ღამის კლუბს ეწვია და
მადრიდში გაფრენამდე ოსტატსა და შეგირდს შორის დაძაბული დიალოგი გაიმართა. მანჩინიმ ბალოტელის ცხადად განუმარტა, რომ ის გუნდს ესპანეთში გაჰყვებოდა, მაგრამ წინდაწინ უნდა სცოდნოდა, რომ განაცხადში ვერ მოხვდებოდა.
ამას გარდა, რობერტომ ფეხბურთელს კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვა, რომ სიგარეტს თავი დაანებოს და დახმარებისთვის ფსიქოთერაპევტს მიმართოს. ბალოტელიმ მწვრთნელის მითითებები შორს დაიჭირა.
"მანჩესტერ სიტის" ინკოგნიტო წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მანჩინისა და ბალოტელის შორის მორიგმა შავმა კატამ გაირბინა და ამის მიზეზი მარიოს ღამეული თავგადასავლები და ნიკოტინისადმი მისი მიდრეკილებაა.
იტალიელ მწვრთნელს მისი შეგირდები კარგ დიპლომატად ახასიათებენ. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ის მარიოს შემორიგებას და თუ მოახერხებს, რამდენ ხანში შეძლებს ამის გაკეთებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"