პატრის ევრა: ლუის სუარესს ხელი ჩამოვართვი, რადგან ჩვენი კლუბების ისტორიას პატივს ვცემ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა პატრის ევრამ "ლივერპულთან" (2:1) ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ეს დაუჯერებელია. 4 წლის განმავლობაში მასპინძლები მატჩებს ყოველთვის ღიმილიანი სახეებით ასრულებდნენ. "ლივერპულთან" მოგება ძალიან მინდოდა. ამასთან, არ ჰქონდა მნიშვნელობა, კარგად ვითამაშებდი თუ ცუდად; უბრალოდ, მოგება მინდოდა და ამჯერად ეს გავაკეთეთ.

საერთოდ, ამ დღეს მთავარი სიტყვა "პატივისცემა" იყო. ეს ორი დიდი კლუბის თამაში იყო. ისტორიას ბევრად დიდი ტრაგედიები ახსოვს, ვიდრე ჩემი და სუარესის მდგომარეობაა. არ მესმის, რატომ ლაპარაკობს ყველა ამის შესახებ.

სწორედ ამიტომ ჩამოვართვი ხელი სუარესს, მე
ხომ ჩვენი კლუბების ისტორიას პატივს ვცემ. რატომ უნდა გამეგრძელებინა ეს სკანდალი?" - ციტირებს მოთამაშეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული