ჯონ ტერი ინგლისის ნაკრების ფორმას აღარასდროს მოირგებს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ განაცხადა, რომ ნაკრების დატოვებას აპირებს.

ფეხბურთელის თქმით, ეს გადაწყვეტილება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ რასიზმში დადანაშაულების გამო მიიღო.

როგორც 31 წლის ფეხბურთელის განცხადებიდან ირკვევა, ის ნაკრებში დარჩენას შეუძლებლად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც საფეხბურთო ასოციაციამ მისთვის დისციპლინარული სასჯელის დაკისრება სცადა, მიუხედავად სასამართლოს მიერ გამართლებისა.

ჯონ ტერის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" შავკანიანი მოთამაშის, ენტონ ფერდინანდის წინააღმდეგ რასისტულ გამონათქვამებში ადანაშაულებდნენ. საუბარი იყო 2011 წლის ოქტომბერში ინგლისის ჩემპიონატის მატჩში მომხდარ ინციდენტზე.

ამ ფაქტის გამო ტერის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, რაც, თავის
მხრივ, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს გადადგომის მიზეზიც გახდა.

2012 წლის ივლისში სასამართლომ ფეხბურთელი გაამართლა.

ჯონ ტერიმ ინგლისის ნაკრებში ყოფნის 9 წლის განმავლობაში 78 მატჩი ჩაატარა. ამჟამად ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსიში" თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ გადააყოლეს კაცი, ფერდინანდის მართლა ზანგი დედას შ..ი რა.
zura
10:46 25-09-2012
0
არ გადაყვენ ამ...ს. ფუუუუუ
zako
13:55 24-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული