ფეხბურთელის თქმით, ეს გადაწყვეტილება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ რასიზმში დადანაშაულების გამო მიიღო.
როგორც 31 წლის ფეხბურთელის განცხადებიდან ირკვევა, ის ნაკრებში დარჩენას შეუძლებლად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც საფეხბურთო ასოციაციამ მისთვის დისციპლინარული სასჯელის დაკისრება სცადა, მიუხედავად სასამართლოს მიერ გამართლებისა.
ჯონ ტერის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" შავკანიანი მოთამაშის, ენტონ ფერდინანდის წინააღმდეგ რასისტულ გამონათქვამებში ადანაშაულებდნენ. საუბარი იყო 2011 წლის ოქტომბერში ინგლისის ჩემპიონატის მატჩში მომხდარ ინციდენტზე.
ამ ფაქტის გამო ტერის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, რაც, თავის
2012 წლის ივლისში სასამართლომ ფეხბურთელი გაამართლა.
ჯონ ტერიმ ინგლისის ნაკრებში ყოფნის 9 წლის განმავლობაში 78 მატჩი ჩაატარა. ამჟამად ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსიში" თამაშობს.