ბრენდან როჯერსი ლუის სუარესს იცავს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავკაც ბრენდან როჯერსს არ ესმის, რატომ აფასებენ მეტოქის საჯარიმოში ლუის სუარესის თითოეულ წაქცევას მსაჯები სიმულაციად.

"ბოლო დროს სუარესი არბიტრების მუშაობაზე ტყუილად არ ჩივის: ის მეტოქის საჯარიმოში თავისით არ იქცეოდა; მას აქცევდნენ, ამისთვის კი ყვითელ ბარათებს იღებდა.

"სანდერლენდთან" შეხვედრაში მისი წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მან თავად მიიღო ყვითელი ბარათი. "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაში მისი წაქცევის მომენტში მცველთან მეტი კონტაქტი იყო, ვიდრე მაშინ, როცა ლუის ვალენსია მინდორზე გორაობდა. ვალენსიამ პენალტი გამოიმუშავა, ჩვენ კი ისე დავრჩით.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლუისის
რეპუტაციის გამო არ ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ფეხბურთელი არაჩვეულებრივ ნიჭს ფლობს და მიუხედავად იმისა, იქცევა თუ არა, თუ იმ ეპიზოდში პენალტი იყო, პენალტი უნდა დაინიშნოს", - განაცხადა როჯერსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული