სერხიო აგუერო პრემიერლიგაში არბიტრების არაობიექტურობაზე ჩივის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუერო მიიჩნევს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში არბიტრები ბრიტანელ ფეხბურთელებს მეტ პრივილეგიებს ანიჭებენ, ვიდრე ლეგიონერებს.

"ჩვეულებრივ, ვცდილობ მსაჯების საქმეში არ ჩავერიო. მსაჯები ბრიტანელ ფეხბურთელებს მეტ პრივილეგიებს ანიჭებენ.

ჩვენ, უბრალოდ, ფეხბურთს ვთამაშობთ, მსაჯის სამუშაო კი იმის ცოდნაა, თუ ვინ ატყუებს და ვინ წესების დაცვით თამაშობს.

აქ, ინგლისში, იმდენივე ადგილობრივი ფეხბურთელია, რამდენიც უცხოელი. არასწორია, ზოგიერთ მოთამაშეს პრივილეგიები მიანიჭო და სხვები დაჩაგრო", - განაცხადა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული