"მანჩესტერ სიტისგან" ბოლომდე ბრძოლა გასაკვირი არ არის. სწორედ ამ თვისებამ მოუტანა წინა სეზონში "ქალაქელებს" ჩემპიონის ოქროს მედლები.
თუკი მიმდინარეს შედეგებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ რობერტო მანჩინის შეგირდები თამაშების ბოლო 10 წუთში ისევ შედეგიანად თამაშობენ. ასე იყო ბოლო ტურში "ფულჰემთან", იქამდე კი "საუთჰემპტონთან", "ლივერპულსა" და "ქუინზ პარკთან" (იგივე განმეორდა ჩემპიონთა ლიგაში დორტმუნდის
რაც შეეხება "სანდერლენდს", "შავმა კატებმა" მიჯრით 4 ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ "უიგანს" 1:0 მოუგეს და ხასიათი ასე თუ ისე გამოისწორეს.
ფავორიტის დასახელება ალბათ ზედმეტია - მასპინძლებს ბუკმეკერები სერიოზულ უპირატესობას უწინასწარმეტყველებენ.
"სიტის" ჩემპიონთა ლიგაში ხავი გარსია დაუშავდა. მას ძირითადში ალბათ ჯეკ როდუელი ან გარეთ ბერი შეცვლის.
სტუმრებს, ტრადიციულად, სტივენ ფლეტჩერის იმედი აქვთ. მით უფრო, რომ "ქალაქელებს" წელს ჩატარებულ 10 შეხვედრაში კარი მშრალად ჯერ არ შეუნახავთ.
პრემიერლიგის მოქმედი ლიდერი "ჩელსი" აუტსაიდერ "ნორვიჩს" მასპინძლობს. ცხადია, ფავორიტის დასახელება აქაც ზედმეტია, რადგან მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინოზე მეტია.
წეღან ვახსენეთ, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონატში 3 გუნდია-თქო, საინტერესოა, რომ მოუგებელიც სამია - "იადონების" გარდა 3 ქულა ჯერ არ აუღიათ "რედინგსა" და "ქუინზ პარკს".
კრის ჰიუტონსა და მის შეგირდებს ალბათ არც ახლა მიეცემათ ამის გაკეთების შანსი. უბრალოდ გამარჯვება კი არა, ტოტალიზატორები "ჩელსის" დიდი ანგარიშით მოგებაზეც კი იღებენ ფსონს.
"სუონსის" მშვენიერი შანსი ეძლევა, რომ ზედიზედ განცდილი წარუმატებლობების შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენოს. მიკაელ ლაუდრუპის შეგირდებმა სწორედ თავიანთი წონითი კატეგორიის გუნდებთან უნდა დააგროვონ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, თუ არ უნდათ, რომ სეზონის ბოლოს საქმე დარჩენისთვის საბრძოლველად გაუხდეთ.
"არისტოკრატები" (ამ სახელს სწორედ "რედინგი" ატარებს კუნძულზე და არა "ჩელსი") ჯერჯერობით თავიანთი თამაშის ძიებაში არიან და სანამ უნახავთ, მათი დამარცხება შედარებით იოლია.
ფსონები უფრო მეტად "გედების" გამარჯვებაზე მიიღება. საერთო განწყობას ჩვენც ვეთანხმებით.
სეზონის დაწყებამდე "ვესტ ბრომვიჩმა" მაღალი დონის სპეციალისტი მიიწვია გუნდში სამუშაოდ. სტივ კლარკის პოტენციალში ეჭვის შეტანა თავიდანვე ძნელი იყო, მაგრამ საშუალო დონის ფეხბურთელებისგან ასე ერთ თვეში თუ მოახერხებდა ბრძოლისუნარიანი გუნდის შეკვრას, წარმოდგენა მაინც ძალიან ძნელი იყო.
მასპინძლები უბრალოდ ვალდებულები არიან სამი ქულა აიღონ.
რობერტო მარტინესმა შარშანდელი სეზონის ფინიში "უიგანს" ისეთ დონეზე ჩაატარებინა, რომ მას პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელი უწოდეს. საშუალო გაქანების გუნდიდან მას "ლივერპულში" იწვევდნენ და კრიზისში ჩაფლული "წითელი იმპერიის" ჩაბარებას სთავაზობდნენ.
საბოლოოდ ეს საქმე არ გამოვიდა. 39 წლის ესპანელი ადგილზე დარჩა და... მიმდინარე სეზონის სტარტზე იდეების სიმწირის გამო მისი გუნდი ისევ ცუდად ირჯება.
6 ტურში აღებული 4 ქულის წყალობით "უიგანი" მე-16 ადგილზეა. ამჯერად "დივი სეტდიუმზე" "ევერტონი" ჩადის სათამაშოდ, არცთუ ყველაზე სასურველი სტუმარი. თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია.
ჩვენი პროგნოზით, დიდი შანსია, თამაში ფრედ დასრულდეს ან დევიდ მოიესის გუნდმა იძალოს.
"ვესტ ჰემისა" და "არსენალის" ლონდონური დერბი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და დაძაბული გამოდის ხოლმე. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ელფერს მატებს ის, რომ ერთმანეთს ცხრილის მეზობლები ხვდებიან და წარმატების შემთხვევაში აღზევების მეტი შანსი რჩებათ.
მართალია, აქამდე "ჩაქუჩების" ასპარეზობას წარმატებული ერქვა (მეტნაკლებად), მაგრამ თუკი მის მეტოქეებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ სემ ელერდაისის შეგირდებისთვის ეს პირველი დაპირისპირებაა ჩემპიონატის ფავორიტთან. ასე რომ, "ჩაქუჩებს" პრემიერლიგის მთელი სიმძიმე კიდევ გადასატანი აქვთ.
მიუხედავად ბოლო ტურში განცდილი მარცხისა, "მეთოფეთა" ბოლოდროინდელ თამაშზე აუგს ნამდვილად ვერ დავწერთ. არსენ ვენგერის გუნდი ფორმაშია და "აპტონ პარკზეც" მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებს. სწორედ ისინი მიიჩნევიან კიდეც ამ შეხვედრის მოგების ფავორიტებად. აღნიშნული დერბი შაბათის პრემიერლიგის ფარდას დახურავს.
კვირას, 7 ოქტომბერს კი პირველები მოედანზე "საუთჰემპტონი" და "ფულჰემი" გავლენ. V ტურში "წმინდანებმა" შინ "ასტონ ვილა" მიწასთან გაასწორეს. მართალია, მომდევნო შეხვედრა დათმეს, მაგრამ ეს მეორეადგილოსან "ევერტონთან" მოხდა და ამაში ტრაგედია არაფერია.
ნაიჯელ ედკინსს ბიჭების "დაქოქვა" მოუწევს, რათა მათ კიდევ ერთხელ დაიჯერონ, რომ იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ამ ეტაპზე აჩვენებენ.
სტუმრების არასტაბილურ თამაშს თუ გავითვალისწინებთ (ორი შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით, ერთში თავად დათმო სოლიდურად), ამ შეხვედრის შედეგის წინასწარ გამოცნობა შეუძლებლად მიგვაჩნია. ბუკმეიკერები უპირატესობას მარტინ იოლის გუნდს აძლევენ.
ბრენდან როჯერსმა გულწრფელად თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტი პრემიერლიგის თამაშებია. ასე რომ, ევროპალიგაზე შინ "უდინეზესთან" 2:3 წაგებას ანგარიშს ნუ მიათვლით. "წითლები" "სტოკთან" შეხვედრას 100%-ით მზად შეხვდებიან.
ტონი პულისის სამწყსო საჩუქარი არავისთვის არის. ცხადია, "წითლებს" ისეთი იოლი გასეირნება, "ნორვიჩთან" რომ ჰქონდათ, არ "ემუქრებათ". ჩვენი აზრით, მასპინძლები ამ შეხვედრას მინიმალური სხვაობით მოიგებენ.
ბირმინგემელები "უაით ჰართ ლეინს" ცუდ დროს სტუმრობენ. დიახ, "ტოტენჰემი" "ოლდ ტრეფორდზე" გამარჯვების მერე ეიფორიაშია. "დეზებს" ფრთები გამოესხათ და ვგონებ, ვილაპარკელებს კარგ დღეს არ დააყრიან. ანდრე ვილაშ ბოაშმა წესით უნდა გატეხოს პოლ ლამბერტის გუნდი.
ტურის ბოლო აკორდი ნიუკასლის "სენტ ჯეიმს პარკზე" იქნება, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს. ეს გუნდები ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ლიგის თასის მე-3 ეტაპზე შეხვდნენ. იქ "ეშმაკებმა" 2:1 იმარჯვეს.
ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. ჩვენი აზრით, ალექს ფერგიუსონის გუნდმა 3 ქულის აღება უნდა შეძლოს.
ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
6 ოქტომბერი
მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 15:45
ტრავმა: მაიკონი, რიჩარდსი, გარსია - კუელიარი, ბერდსლი, ბრაუნი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +1=4-0 *
ურთიერთშეხვედრები
სულ 114 თამაში: +54=19-41 (203-169)
ჩელსი-ნორვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: სტარიჯი - პიკლონგტონი, კეინი, ლაპინი, ბასონგი, უიტეკერი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +10=11-10 (42-37)
სუონსი-რედინგი 18:00
ტრავმა: ტეილორი - ბარტლი, აგუსტინი, ფედერიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-3 *
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=4-7 (14-22)
ვესტ ბრომვიჩი-ქუინზ პარკი 18:00
ტრავმა: ჯონსი, მაიჰილი, რიჯუელი, რიდი, მაკოლი, ტომასი, ბრანტი - ფაბიო, ტრაორე, ბოსინგვა, ფერდინანდი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +13=8-11 (46-35)
უიგანი-ევერტონი 18:00
ტრავმა: ალკარასი - ნეისმიტი, ჰიბერტი, გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +2=5-7 (11-21)
ვესტ ჰემი-არსენალი 20:30
ტრავმა: რიდი, კოლისონი, ო’ბრაიენი, ტეილორი - სანია, როსიცკი, ფაბიანსკი, შჩესნი, დიაბი, უილშირი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 109 თამაში: +27=32-50 (124-173)
7 ოქტომბერი
საუთჰემპტონი-ფულჰემი 16:30
ტრავმა: კორკი - დევისი, სენდეროსი, ბერბატოვი, რიჩარდსონი, დიარა, ფრეი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=5-4 (20-21)
ლივერპული-სტოკ სიტი 18:00
ტრავმა: კელი, ლუკასი, ენრიკე
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +45=26-17 (139-76)
ტოტენჰემი-ასტონ ვილა 18:00
ტრავმა: ლივერმორი, ადებაიორი, კაბული, ნაუტონი, ასუ-ეკოტო, პარკერი - პეტროვი, დანი, გარდნერი, აირლანდი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 134 თამაში: +54=32-48 (218-200)
ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი 19:00
ტრავმა: კრული, ტეილორი, კოლოჩინი, კაბაი, ტაილორი - სმოლინგი, ევანსი, გიგზი, ჯონსი, კერიკი, ვალენსია, ვიდიჩი, იანგი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 134 თამაში: +33=36-65, (201-256)
* "სანდერლენდსა" და "რედინგს" ჩემპიონატში 5-5 მატჩი აქვთ ჩატარებული
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 6 5 1 0 11-3 16
2. ევერტონი 6 4 1 1 12-6 13
3. იუნაიტედი 6 4 0 2 14-9 12
4. სიტი 6 3 3 0 12-8 12
5. ტოტენჰემი 6 3 2 1 11-8 11
6. ვესტ ბრომვიჩი 6 3 2 1 8-5 11
7. ვესტ ჰემი 6 3 2 1 7-5 11
8. არსენალი 6 2 3 1 10-4 9
9. ფულჰემი 6 3 0 3 13-9 9
10. ნიუკასლი 6 2 3 1 8-8 9
11. სუონსი 6 2 1 3 10-9 7
12. სტოკ სიტი 6 1 4 1 6-5 7
13. სანდერლენდი 5 1 4 0 5-4 7
14. ლივერპული 6 1 2 3 9-12 5
15. ასტონ ვილა 6 1 2 3 6-10 5
16. უიგანი 6 1 1 4 5-11 4
17. საუთჰემპტონი 6 1 0 5 10-18 3
18. ნორვიჩი 6 0 3 3 4-13 3
19. რედინგი 5 0 2 3 6-11 2
20. ქუინზ პარკი 6 0 2 4 4-13 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"