"მოვიდა დრო, ყველას დავუმტკიცო, რომ ზრდასრული მოთამაშე ვარ, რომელსაც გუნდის გაძღოლა შეუძლია. მესმის, რომ უზარმაზარ ყურადღებას მომაქცევენ, მაგრამ ამის არ მეშინია.
იმედია, უახლოეს მომავალში ტიტულს მოვიგებთ და ყველანი შემაქებთ. ეს ყველასთვის კარგი იქნებოდა.
წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, როდესაც ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ყოველთვის ვცდილობ, მათ ვესაუბრო და რჩევები მივცე.
მუდამ მემახსოვრება ალექს ფერგიუსონის სიტყვები ერიკ კანტონაზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებოდა.
შესაძლოა, ინგლისის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორობა მეც