შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს "ჩელსისთან" ხელშეკრულებების ვადები მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
"ფრენკი და ეშლი "ჩელსისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ, თუ ისინი გუნდში დარჩებიან, მხოლოდ კლუბის მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
გასულ წელს დროგბა ხანგრძლივ კონტრაქტს ითხოვდა, თუმცა ერთწლიანი უალტერნატივო ვარიანტი შესთავაზეს.
კლუბის მფლობელის განმარტებით, იგივე პირობები იქნება შეთავაზებული ფრენკისა და ეშლისთვის", - თქვა კლუბის წყარომ.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით