ფრენკ ლემპარდი სან-მარინოსთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი მუხლის ტრავმის გამო სან-მარინოსთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩს გამოტოვებს.

უახლოეს ხანში ჰავბეკი "ჩელსის" განკარგულებაში დაბრუნდება და აუცილებელ პროცედურას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ 14 ოქტომბერს ლემპარდი ინგლისის ნაკრების განკარგულებაში დაბრუნდება და გამოჯანმრთელების შემთხვევაში პოლონეთთან მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული