პატრიკ ვიეირა: "ფეარ პლეი" ხელს ვერ შეგვიშლის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ვიეირამ კლუბის მიერ დაგეგმილ სამომავლო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქალაქელები" ითვალისწინებენ უეფას ახალ კანონებს, მაგრამ ის ვერ გახდება ხელის შემშლელი იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, კლუბი "ატლეტიკოდან" რადამელ ფალკაოს ან მისი კალიბრის რომელიმე ფეხბურთელის ყიდვას მოისურვებს. აი, რას აცხადებს ფრანგი ფუნქციონერი:

- ჩვენ კლუბის განვითარების ჩვენეული ხედვა და გეგმა გაგვაჩნია. უახლოესი წლების განმავლობაში აქტიურად დავიწყებთ გუნდში აკადემიის მიერ აღზრდილი ფეხბურთელების გადაყვანას.

ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე მივაღწიეთ იმას, რომ "იუნაიტედის", "ჩელსისა" და "არსენალის" ღირსეული კონკურენტი
გუნდი ჩამოვაყალიბეთ. სწორედ ამიტომ ვყიდულობდით საუკეთესო ფეხბურთელებს.

ახლა უკვე მეორე ფაზა იწყება. ზემოთაც გითხარით, რომ ეს საკუთარ კადრებზე დაყრდნობას გულისხმობს.

ჩვენი აზრით, "სიტის" საფეხბურთო სკოლა უკვე არის ერთ-ერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ამის მიუხედავად, ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებაში ეს ხელს ვერ შეგვიშლის. ცხადია, ზუსტად ისევე, როგორც ამას ჩვენი კონკურენტები აკეთებენ.

ვის ყიდვას გადაწყვეტს გუნდის მთავარი მწვრთნელი? ეს მხოლოდ რობერტო მანჩინის გადასაწყვეტია. "სიტის" მშენებლობა ხანგრძლივი პროცესია, შესაძლოა, ის 10-15 წელიწადიც კი გაგრძელდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული