"დღეს "ლივერპულისთვის" შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პრიორიტეტი ოთხი ძლიერეი ფეხბურთელის შერჩევაა, რომლებიც გუნდს იანვარში შეუერთდებიან. ამ მოთამაშეებით ძირითადი შემადგენლობის გაძლიერებას ვგეგმავთ.
ვიმედოვნებთ, რომ როი ჰოჯსონი ახალი ფეხბურთელების შესაძენ თანხას მიიღებს. საჭირო ფეხბურთელების ძიება იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში დამევალა, თუმცა საკუთარი ინიციატივით ესპანეთის ბაზარსაც შევისწავლი – მთავარია, გუნდი გაძლიერდეს", - თქვა მერსისაიდელთა მზვერავმა.