პრემიერლიგა. VIII ტური: ალექს ფერგიუსონის საფიქრალი

AutoSharing Option
ვიდეო
მთელ ტურს, განსაკუთრებით, წამყვანი კლუბების თამაშებს, ფონად გასდევდა ინგლისის ნაკრების თავს გადამხდარი ამბავი. მოგეხსენებათ, სამშაბათს ვარშავაში მოსული საშინელი წვიმის გამო პოლონეთთან დაპირისპირება 24 საათით გადაიდო, რამაც ეროვნული გუნდის წევრები ძალიან დაღალა.

უპირობო ლიდერი

"ჩელსიმ" "ტოტენჰემთან" უმძიმესი 90 წუთი გადაიტანა და ალალად დაიმსახურა სამი ქულა. განსაკუთრებით თვალსასეირო მეორე ტაიმი აღმოჩნდა.

გუნდებმა ხომ ხუთი გოლი გაიტანეს. პირველი 45 წუთის შემდეგ სტუმრები მინიმალურად იგებდნენ. შესვენების შემდეგ "ტოტენჰემმა" ისე დაიწყო, ყველას ეგონა, რომ მეტოქისგან ქვას ქვაზე არ დატოვებდა.

ცხრა წუთში გატანილი ორი გოლის გარდა,
მასპინძელთაგან გილფი სიგურდსონს მინიმუმ დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ პეტრ ჩეხმა არ დაანება.

2:1-ის შემდეგ "დეზებმა" ძველებურად, ცხელ გულზე განაგრძეს შეტევები და ამისთვის მწარედაც დაისაჯნენ. მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო ბრედ ფრიდელი, მაგრამ განსაკუთრებით უკანა ხაზის მოთამაშეები სცოდავდნენ. ყველაზე მეტი ცოდვა თავის თავზე ვილიამ გალასმა აიღო, ვინც ორჯერ დაუშვა იდენტური შეცდომა, ბურთი საჯარიმოდან ცუდად გამოიტანა და მეტოქეს ჩააბარა.

ორივე შემთხვევა გოლით დასრულდა. დაპირისპირებას წერტილი დენიელ სტარიჯმა დაუსვა. მას საგოლე გადაცემა ხუამ მატამ მისცა. უკანასკნელმა ბურთი იან უოლკერთან ბრძოლაში მოიპოვა.

რა ეშველება დაცვას?

როგორც ჩანს, უეინ რუნისთვის მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა პრობლემა არ არის. მან ეს "სტოკ სიტისთან" დაამტკიცა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა.

მან დავიდ დე ხეას კარები იმავე სტილში აიღო, როგორც ამას მეტოქის საჯარიმოში აკეთებს ხოლმე. ჩარლი ადამის საჯარიმოს შემდეგ რაიან შოუკროსს წამით დაასწრო დარტყმა. ესპანელ გოლკიპერს რეაქცია არ ჰქონია - 0:1.

23-ე წუთზე სტუმრებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ დე ხეამ ჯონათან უოლტერსს ურთულესი დარტყმა აუღო.

დიდი ხანი არ იყო გასული, როცა რუნისა და შოუკროსის ორთაბრძოლა ამჯერად უკვე ასმირ ბეგოვიჩის კარებთან გაიმართა. გამარჯვებული ამჯერადაც რუნი გამოვიდა - 1:1.

მე-40 წუთზე "სტოკს" უკვე დენი უელბეკი ემუქრებოდა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. ტაიმის მიწურულს უკვე ანტონიო ვალენსიამ და რობინ ვან პერსიმ გამოიღეს ხელი. ჰოლანდიელმა ეკვადორელის პასით 3 მეტრიდან გაიტანა - 2:1.

მეორე 45 წუთიც მასპინძელთა შედეგიანი შეტევით დაიწყო. რუნიმ მარჯვენა ფლანგიდან დენი უელბეკი საჯარიმოში მონახა. უკანასკნელი ბურთს ჩაუწვა. ბეგოვიჩს არც ამჯერად ჰქონია შანსი, რაიმე ეღონა - 3:1.

ზუსტად ორ წუთში რუნის მეორე საგოლე პასი შეეძლო ანგარიშზე ჩაეწერა, მაგრამ ბოსნიელმა მეკარემ ჯონი ევანსს ახლო მანძილიდან თავური არ გაატანინა. 59-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. მაიკლ კაიტლიმ თითქოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ეთამაშებაო, ისე გაიარა მეტოქის დაცვაში - 3:2.

თუმცა ინტრიგა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე უეინ რუნიმ ზუსტად 6 წუთში მოკლა - ისარგებლა რა 65-ე წუთზე კუთხურის გათამაშებისას სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით - 4:2.

სტუმრებს კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ "ეშმაკებმა" მას ამის უფლება აღარ მისცეს. დაცვის საშინელმა თამაშმა ფერგიუსონს ალბათ დამატებითი საფიქრალი მისცა. ამ დღეებში ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალურ მასალასაც შემოგთავაზებთ.

დიდი ბოსნიელი
"ვესტ ბრომვიჩმა" წელს უკვე დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის. სწორედ რომ ასეთ ანგარიშგასაწევ ძალასთან ჩაიდინა "მანჩესტერ სიტიმ" ის, რაც ამ გუნდის მიმართ შეუძლებელია, რომ დადებითად არ განგვაწყობდეს.

"ქალაქელები" 67 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ, რადგან არბიტრმა ჯეიმს მილნერი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. ამის მიუხედავად, "სიტიმ" მეტოქე შეხვედრის ბოლო 10 წუთში გატეხა. მატჩის გმირი ედინ ჯეკო შეიქნა.

26 წლის ბოსნიელს პირველ გოლზე მასპინძელთა კარის დარაჯმა ბენ ფოსტერმა გაუმართა ხელი, როცა გამოსვლაზე უაზროდ ითამაშა.

მეორე ბურთი კი სტუმრებმა კლასიკურ კონტრშეტევაზე გაიტანეს. სერხიო აგუერომ თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო. არადა, ბედშავ მასპინძლებს ჯერ კიდევ ანგარიშის გათანაბრებამდე და მას მერეც არაერთი მომენტი ჰქონდათ. მარტო რომელუ ლუკაკუს სამჯერ შეეძლო თავის გამოჩენა.

თინეიჯერის იმედად
2012/13 წლების სეზონის სტარტზე "ლივერპულმა" ოთხი შეხვედრიდან სამში ჩემპიონობის უმთავრეს პრეტენდენტებს "მანჩესტერ სიტის", "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. ამას გარდა, "ენფილდს" "სტოკ სიტი" ეწვია.

თორმეტი შესაძლებლიდან გუნდმა მხოლოდ ორი ქულა აიღო, რაც ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ, ასე თუ ისე, ლოგიკური ახსნა მაინც მოეძებნება. ამჯერად ბრენდან როჯერსის ბიჭებს აუტსაიდერი "რედინგი" სტუმრობდა.

მასთან ქულის დაკარგვა უკვე ტრაგედია იქნებოდა. "წითლებმა" ძალები მოიკრიბეს და ეს არ დაუშვეს. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მერსისაიდელებმა კარგად ითამაშეს. პირიქით, გამარჯვება მასპინძელს დიდ ძალისხმევად დაუჯდა.

ერთადერთი გოლი რაჰემ სტერლინგმა ლუის სუარესის შესანიშნავი პასის შემდეგ პირველ ტაიმში შეაგდო. ურუგვაელმა თანაგუნდელი მეკარეს, პრაქტიკულად, პირისპირ შეყარა. 17 წლის ნახევარმცველმა პროფესიულ კარიერაში "ლივერპულის" მაისურით პირველად გამოიჩინა თავი.

უიარაღო მეთოფეები
"იადონებმა" "მეთოფეები" განაიარაღეს - სხვანაირად ვერც შევაფასებთ იმას, რაც ნორვიჩის "კეროუ როუდზე" მოხდა. კრის ჰიუტონის შეგირდებს ბურთის კონტროლი მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ღირსებიათ; სტუმარმა მათ ყველანაირი სტატისტიკური მონაცემით აჯობა, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.

გრანტ ჰოლტის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. არსენ ვენგერის გუნდი დამარცხდა. ფრანგმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ მისმა ფეხბურთელებმა რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გადაშალონ ეს სამარცხვინო ფურცელი.

უიღბლო ფინიში

"ნიუკასლმა" ანგარიში დებიუტშივე გახსნა. სიმონ მინიოლე დემბა ბას დარტყმას კი გაუმკლავდა, მაგრამ იოან კაბაის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა.

"კაჭკაჭებს" თვალშისაცემი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საქმე თავად გააფუჭეს. 25-ე წუთზე შეიკ ტიოტეს უხეში თამაში მსაჯმა წითელ ბარათად შეაფასა. რიცხვნაკლული სტუმრები ამის მერეც ღირსეულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ გუნდის ბომბარდირმა დემბა ბამ შეხვედრის ბოლოს მთელი გარჯა წყალს გაატანა. 27 წლის სენეგალელმა 85-ე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა.

პრემიერლიგა. VIII ტური
ტოტენჰემი-ჩელსი 2:4 (იხილეთ ვიდეო)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი, კოლკერი, ვერტონგენი - სანდრო, ჰადლსტოუნი (67. ლივერმორი) - ლენონი, სიგურდსონი, დემპსი (74. ადებაიორი) - დეფო
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, გ. კეჰილი, დ. ლუისი, ე. კოული - რამირესი, მიკელი - მატა, ოსკარი (83. სტარიჯი), აზარი (90. ლემპარდი) - ტორესი
გოლები: 0:1 გ. კეჰილი (17), 1:1 გალასი (47), 2:1 დეფო (54), 2:2 მატა (66), 2:3 მატა (69), 2:4 სტარიჯი (90)
გაფრთხილება: ჰადლსტოუნი, გალასი, უოლკერი - ივანოვიჩი, რამირესი
კარში დარტყმა: 19-11 (12-7) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 1-5 ჯარიმა: 9-8 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 36 060

ფულჰემი-ასტონ ვილა 1:0
ფულჰემი (4-3-3): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - სიდუელი (84. კარაგუნისი), ბეირდი, რიჩარდსონი (70. დეჟაგა) - როდალიეგა, ბერბატოვი, პეტრიჩი (64. მ. დიარა)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი (62. ლიშაი), ბენეტი - აირლანდი (67. ნ’ზოგბია), ელ ალჰმადი, დელფი, ჰოლმენი - ბენტი (75. ბენტეკე), აგბონლაჰორი
გოლი: 1:0 ბეირდი (84)
გაფრთხილება: რიისე - ელ აჰმადი, ლიშაი
კარში დარტყმა: 14-9 (5-3) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 8-12 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 25 693

ლივერპული-რედინგი 1:0
ლივერპული (4-3-3): ბ. ჯონსი - უისდომი, შკრტელი, აგერი, გ. ჯონსონი - ალენი, ჯერარდი, შაჰინი (63. შელვი) - სუსო (75. ხ. ენრიკე), სუარესი, სტერლინგი (84. ჰენდერსონი)
რედინგი (4-4-1-1): მაკარტი - კამინგსი, გორკსი, მარიაპა, შორი - კებე, გატრი (80. რობერტსი), ლიგერტვუდი, კარაჩანი (25. მაკლირი) - მაკანუფი - პოგრებნიაკი (74. ლე ფონდრე)
გოლი: 1:0 სტერლინგი (29)
გაფრთხილება: აგერი - მარიაპა
კარში დარტყმა: 17-6 (7-3) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 14-6 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 44 874

იუნაიტედი-სტოკ სიტი 4:2 (იხილეთ ვიდეო)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, რ. ფერდინანდი, ევანსი, ევრა - ვალენსია (74. ნანი), სქოულზი (70. ანდერსონი), კერიკი, უელბეკი (78. ერნანდესი) - ვან პერსი, რუნი
სტოკ სიტი (4-5-1): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი, შოუკროსი, უილსონი - ნ’ზონზი, უაიტჰედი (86. პალასიოსი), უოლტერსი (70. ეთერინგტონი), ადამი, კაიტლი (74. ოუენი) - კრაუჩი
გოლები: 0:1 რუნი (11-ს.კ-ში), 1:1 რუნი (27), 2:1 ვან პერსი (44), 3:1 უელბეკი (46), 3:2 კაიტლი (59), 4:2 რუნი (65)
გაფრთხილება: სქოულზი - კაიტლი
კარში დარტყმა: 14-5 (9-3) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 9-10 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 75 585

სუონსი-უიგანი 2:1
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - ბრიტონი, ს.ი. კი - პ. ერნანდესი (73. ნ. დაიერი), დე გუზმანი (83. გრემი), რუტლეჯი - მიჩუ
უიგანი (): ალ ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა (70. უოტსონი) - ბოისი, მაკარტური (83. ბოსელი), მაკარტი, ბოსეჟური - ა. კონე, დი სანტო (83. ხ. გომესი), მელონი
გოლები: 1:0 პ. ერნანდესი (65), 2:0 მიჩუ (67), 2:1 ბოისი (69)
გაფრთხილება: რანხელი, ს. ი. კი - ბოსეჟური, მელონი, ხ. გომესი
კარში დარტყმა: 16-9 (8-7) კუთხური: 9-2 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 13-13 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 19 696

ვესტ ბრომვიჩი-სიტი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ტამაში, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი - ფორჩუნი, მორისონი (72. გერა), დორანსი (63. ოდემვინგე) - ლონგი (82. ლუკაკუ)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - მ. რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი კლიში - მილნერი, ბერი (78. ჯეკო) - ნასრი, ი. ტურე, ბალოტელი (63. აგუერო) - ტევესი (82. კოლაროვი)
გოლები: 1:0 ლონგი (67), 1:1 ჯეკო (80) 1:2 ჯეკო (90)
გაფრთხილება: ლონგი, ტამაში, იაკობი, ფორჩუნი - ბალოტელი, ი. ტურე, ჯეკო
გაძევება: - მილნერი (23)
კარში დარტყმა: 11-15 (3-8) კუთხური: 6-9 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 13-14 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 24 891

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 4:1
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - ტომკინსი (88. სპენსი), კოლინსი, რიდი, მაკარტნი - ნოუბლი, დიამე (69. ო’ნილი), ბენაიუნი, ნოლანი - ჯარვისი, კეროლი (82. მაიგა)
საუთჰემპტონი (4-1-4-1): ბორუცი - კლაინი, ჰოიველდი, ფონტე, იოშიდა - პუნჩეონი (65. მაუკა) - შნაიდერლინი, ს. დევისი (90. ვორდ-პრაუსი), ლალანა, როდრიგესი (65. ლამბერტი) - დო პრადო
გოლები: 1:0 ნოუბლი (46), 2:0 ნოლანი (48), 2:1 ლალანა (63), 3:1 ნოუბლი (72-პენ), 4:1 მაიგა (87)
გაფრთხილება: - ჰოიველდი, შნაიდერლინი
მაყურებელი: 34 925
კარში დარტყმა: 6-11 (5-4) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 2-6 ჯარიმა: 12-12 ბურთის ფლობა: 51%-49%

ნორვიჩი-არსენალი 1:0
ნორვიჩი (4-4-2): რადი - რ. მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო - ე. ბენეტი (79. სნოდგრასი), ტეტი, ბ. ჯონსონი, პიკლინგტონი - ჰულაჰანი (90+2 რ. ბენეტი), ჰოლტი (90. მორისონი)
არსენალი (4-2-3-1): მანონე - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმალენი, ა. სანტოსი - რემსი (82. ნიარბი), არტეტა - ჟერვინიო, კასორლა, პოდოლსკი (65. ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 73. არშავინი) - ჟირუ
გოლი: 1:0 ჰოლტი (20)
გაფრთხილება: ბ. ჯონსონი, ჰულაჰანი, ჰოლტი, ტერნერი -
მაყურებელი: 26 825
კარში დარტყმა: 7-12 (3-6) კუთხური: 2-10 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 15-9 ბურთის ფლობა: 30%-70%

სანდერლენდი-ნიუკასლი 1:1
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - როუზი, ოში, კუელიარი, გარდნერი - მაკლინი, კოლბეკი, ლარსონი, ე. ჯონსონი (83. დ ვონი) - სესინიონი (65. საა), ფლეტჩერი
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი (80. ს. ტეილორი), სანტონი - ხონასი, კაბაი, ტიოტე, ბენ არფა (83. ობერტანი) - ბა, ამეობი (38. პერჩი)
გოლები: 0:1 კაბაი (3), 1:1 ბა (85 ს.კ-ში)
გაფრთხილება: - ამეობი, კოლიჩინი, უილიამსონი, კაბაი
გაძევება: - ტიოტე (25)
კარში დარტყმა: 11-4 (3-2) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 14-16 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 47 456

ქუინზ პარკი-ევერტონი 1:1
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟულიო სეზარი - ტრაორე (72. ონუოჰა), ნელსენი (84. ა. ფერდინანდი), დიაკიტე, ბოსინგვა - ტაარაბტი, ჟ.ს. პარკი, გრანერო, მბია - ზამორა (71. ჯ. სისე), ჰოილეტი
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, იაგიელკა, ბეინსი - მირალიაში, ნევილი, ოსმანი, პიენაარი - იელავიჩი (83. ჰეიტინგა), ანიჩებე (53. ნეისმიტი)
გოლები: 1:0 ჰოილეტი (2), 1:1 ჟულიო სეზარი (33-ს.კ-ში),
გაფრთხილება: დიაკიტე, გრანერო - პიენაარი
გაძევება: - პიენაარი (62)
კარში დარტყმა: 11-9 (5-4) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 12-17 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 17 959

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ჩელსი 8 7 1 0 19-6 22
2. იუნაიტედი 8 6 0 2 21-11 18
3. სიტი 8 5 3 0 17-9 18
4. ევერტონი 8 4 3 1 15-9 15
5. ტოტენჰემი 8 4 2 2 15-12 14
6. ვესტ ჰემი 8 4 2 2 12-9 14
7. ვესტ ბრომვიჩი 8 4 2 2 12-9 14
8. ფულჰემი 8 4 1 3 16-11 13
9. არსენალი 8 3 3 2 13-6 12
10. სუონსი 8 3 2 3 14-12 11
11. ნიუკასლი 8 2 4 2 9-12 10
12. ლივერპული 8 2 3 3 10-12 9
13. სტოკ სიტი 8 1 5 2 8-9 8
14. სანდერლენდი 8 1 5 2 6-8 8
15. ნორვიჩი 8 1 3 4 6-17 6
16. უიგანი 8 1 2 5 8-15 5
17. ასტონ ვილა 8 1 2 5 6-13 5
18. საუთჰემპტონი 8 1 1 6 13-24 4
19. რედინგი 7 0 3 4 8-14 3
20. ქუინზ პარკი 8 0 3 5 7-17 3

ბომბარდირები
6 - დემბა ბა (ნიუკასლი), მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 5 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ლუის სუარესი (ლივერპული)

მომდევნო ტური
27 ოქტომბერი: ასტონ ვილა-ნორვიჩი, არსენალი-ქუინზ პარკი, რედინგი-ფულჰემი, სტოკ სიტი-სანდერლენდი, უიგანი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ სიტი-სუონსი
28 ოქტომბერი: ევერტონი-ლივერპული, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, საუთჰემპტონი-ტოტენჰემი, ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული