ფრენკ ლემპარდი ამერიკაში მიდის?

AutoSharing Option
ბრიტანული პრესის ცნობით, ეშლი კოულის შემდეგ "ჩელსიდან" წასვლის გადაწყვეტილება ფრენკ ლემპარდმაც მიიღო, რადგან ვეტერანს ძალიან არ მოსწონს ერთი მხრივ ლონდონური გრანდის მმართველთა დამოკიდებულება მისდამი, როცა ერთწლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტზე უარს ეუბნებიან და მეორე მხრივ, მთავარი მწვრთნელის მიერ მისთვის გამოყოფილი სათამაშო დრო.

"დეილი მეილის" მტკიცებით, ფეხბურთელი იანვარში შესაძლოა ამერიკულ MLS-ში წავიდეს სათამაშოდ.

ოკეანის გაღმა 34 წლის ვარსკვლავს დევიდ ბექჰემის "ლოს ანჯელეს გალაქსი" იწვევს და 2-წლიან თანამშრომლობას სთავაზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული