ვიდეოფიქსაციის სისტემები მკვიდრდება

AutoSharing Option
ფიფამ გოლის ფიქსაციის ორ სისტემაზე, GoalRef-სა და Hawk-Eye-ზე სპეციალური ლიცენზიები გასცა.

დეკემბერში, ფიფას მსოფლიოს საკლუბო მუნდიალზე, შესაძლოა ისინი უკვე საქმეშიც ვიხილოთ. ამას გარდა, მათ მწარმოებელ ფირმებს უფლება მიეცათ, მოლაპარაკებები წამოიწყონ ნებისმიერ ორგანიზაციასთან, ვინც მათი პროდუქციით დაინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში ფიფას სპეციალური კომისიის (IFAB - მხოლოდ მას აქვს უფლება, ფიფას ფეხბურთის წესებში ცვლილებების თაობაზე მიმართოს) ინიციატივით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ციურიხში გამართულ სხდომაზე დაუშვა ფეხბურთში გოლის ელექტრონული ფიქსაციის სისტემების შემოღების შესაძლებლობა, რის შემდეგაც მრავალმა კომპანიამ გამოთქვა ამ პროექტში ჩართვის
სურვილი, მაგრამ ფინალურ ეტაპამდე მხოლოდ ორმა მათგანმა მიაღწია.

გამარჯვებულმა კომპანიებმა ფიფასთან მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი გამართეს და როგორც იქნა, ყველაფერი მოგვარებულია.

დარჩა ბოლო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი: არსებული სისტემები კონკრეტულ მატჩებში გამოიცდება, რის შედეგებსაც დამოუკიდებელი კომისია გააკონტროლებს (კომისია მოგვიანებით დაკომპლექტდება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით) და რეკომენდაციას ოფიციალურ შეხვედრებში მათ გამოყენებაზე მხოლოდ ამის მერე გასცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული