შინჯი კაგავა ოთხი კვირა დაისვენებს

AutoSharing Option
შინჯი გაკავამ "ბრაგასთან" შეხვედრაში მუხლი დაიშავა და როგორც ექიმები ირწმუნებიან, 23 წლის იაპონელს მინიმუმ ოთხი კვირის გატარება მოუწევს ლაზარეთში.

"შინჯიმ ზუსტად ისეთივე ტრავმა მიიღო, როგორიც ცოტა ხნის წინ ეშლი იანგმა მოირჩინა. ვფიქრობ, რომ მას ფეხი ადრეც აწუხებდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, რამაც სიტუაცია მეტისმეტად დაამძიმა. მისი უთამაშებლობა გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია," - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

შოტლანდიელმა კაგავას გარდა კომენტარი სმოლინგისა და ჯონსის ჯანმრთელობაზეც გააკეთა. მისი თქმით, ახალგაზრდები სრულფასოვან საწვრთნელ პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული