"შემადგენლობის მხრივ რთული სიტუაცია გვაქვს, რადგან დისკვალიფიკაციის გამო ივანოვიჩი, ტორესი და ტერი ვერ ითამაშებენ, ხოლო ლემპარდსა და კოულს ტრავმები აქვთ. სხვები მწყობრში არიან.
გარდა ამისა, ეს უკვე მეოთხე მატჩი იყო ბოლო 10 დღის განმავლობაში და ყველა ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ახლა შანსს ახალგაზრდებს მივცემთ.
არ ვიცი, გამოიყვანს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ შემადგენლობას, რომელიც "ნიუკასლთან" თამაშობდა. არ ველოდები, რომ ფერგიუსონი ბევრ ახალგაზრდას ათამაშებს. ჩემი აზრით,
როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშები, შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია", - თქვა დი მატეომ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასის მატჩი "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის 23:45 სთ-ზე დაიწყება.
ეს შემადგენლობა რო დაყენოს კარგი იქნება
ეს შემადგენლობა რო დაყენოს კარგი იქნება