ინგლისი. პრემიერლიგა. X ტური: რობინ ვან პერსიმ "მანიუ" თავში დასვა

AutoSharing Option
ვიდეო
ამჯერად ალალი გაძევება
მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედთან" მეტოქეებს ოთხი ფეხბურთელი გაუგდეს - "ლივერპულთან ჯონჯო შელვი, "ჩელსისთან" ბრანისლავ ივანოვიჩი და ფერნანდო ტორესი. ასე მოხდა ამჯერადაც, როცა მაიკ დინმა 69-ე წუთზე ჯეკ უილშირი გააძევა მინდვრიდან.

რამხელა სკანდალი გამოიწვია "ჩელსისთან" მარკ კლატენბერგის მსაჯობამ, ამ თემაზე ჩვენი გაზეთი არაერთხელ წერდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ლოგიკურად მოხდა. არსენ ვენგერისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის განცხადებას, ჩემი ფეხბურთელი წითელს არ იმსახურებდაო, ვერ დავეთანხმებით.

მეტიც, დინს 20 წლის ნახევარმცველის გაძევება ბევრად ადრე შეეძლო, თუნდაც მაშინ, როცა ის რობინ ვან
პერსის
ეუხეშა.

ჰოლანდიელი ვარსკვლავი ცალკე თემაა. სწორედ ის იყო "ეშმაკების" შეტევების ნამდვილი ლიდერი. ყველა ხვდებოდა, რომ რობინს თამაში მისდიოდა და 90 წუთის განმავლობაში თანაგუნდელები მხოლოდ მასზე მუშაობდნენ.

ვან პერსის არაერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ვიტო მანონე, ერთის გარდა, ყველა დარტყმას გაუმკლავდა. ის ერთი ხიფათიც იმდენად მოულოდნელად შეიქმნა სტუმართა კართან, რომ იტალიელს ვერავინ ვერაფერს დააბრალებს. რაფაელის ფლანგური ჩაწოდება ტომას ვერმალენმა ცუდად დაამუშავა, ვან პერსიმ საჯარიმოს გარედან დაუმუშავებლად დასცხო შორეულ დაბალ კუთხეში.

პირველი ტაიმის დასრულებას წამები აკლდა, როცა სანტი კასორლას მიერ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის პენალტი დაინიშნა. უეინ რუნიმ კარს ააცილა.

მეორე 45 წუთში კვლავ "იუნაიტედი" უტევდა. მეორე გოლი მასპინძლებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიტანეს. ეშლი იანგმა და რუნიმ ბურთი ალამთან ახლოს გაათამაშეს. უკანასკნელის ჩაწოდება პატრის ევრამ თავით გადაგზავნა კარებში.

შეხვედრას წერტილი კასორლამ დაუსვა. ესპანელმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ ტექნიკური დარტყმით ბრწყინვალედ მოთამაშე თანამემამულე დავიდ დე ხეას შორეულ მაღალ კუთხეში ჩაუხვია.

ლაუდრუპმა დი მატეო გააჩერა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" ლიგის თასზე 5:4-ის შემდეგ ლოგიკური იყო, რომ "ჩელსის" პრემიერლიგაზე გადართვა გაუჭირდა. სხვა თუ არაფერი, ამ გამარჯვებამ ლონდონელები ემოციურად გამოფიტა.

რობერტო დი მატეოს ფეხბურთელები არაკონცენტრირებულები იყვნენო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მასპინძლებმა ბოლოში იძალეს და ერთი ქულა ალალად დაიმსახურეს.

პირველ ტაიმში სტუმრებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. "გედები" სტუმართა ყოველ მცდელობას ღირსეულად პასუხობდნენ.

პირველი რეალური მომენტი მე-12 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ შეიქმნა. ფერნანდო ტორესმა თავზე მოიგო ბრძოლა, ბრანისლავ ივანოვიჩს კი სანტიმეტრები დააკლდა, რომ ბურთს მიწვდომოდა.

61-ე წუთზე ისევ და ისევ კუთხურის შემდეგ გარი კეჰილმა იმარჯვა. ხაზზე მდგარ ლეონ ბრიტონს შეეძლო ბურთის მოგერიება, მაგრამ ვიქტორ მოზესმა ბოლო წამს მიმართულება შეუცვალა და ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და უპირატესობა იგდეს ხელთ. საპასუხო გოლი მათაც საკმაოდ ეფექტური გამოუვიდათ. მოედნის ცენტრიდან დაწყებულ კომბინაციაში 6 ფეხბურთელი მონაწილეობდა. პაბლო ერნანდესმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და დამიზნებით მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში ჩაახვია.

უიგანის გასროლა
მასპინძლებმა მაღალ ტემპში დაიწყეს ასპარეზობა, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. პირველი 20 წუთი მშვიდად მიილია.

22-ეზე იან ვერტონგენის ერთი შეხედვით უმისამართო ჩაწოდებას კუთხური მოჰყვა. გათამაშებისას ბელგიელმა თავად იყოჩაღა და საჯარიმოს გარედან ნახევარ ბრუნში დაარტყა. ალ-ჰაბსი მომენტს მომზადებული დახვდა.

"უიგანმა" მეტოქეს კიდევ უფრო სახიფათო მომენტებით უპასუხა: ბრედ ბრიდელმა ჯერ არუნა კონეს აუღო 7-8 მეტრიდან დარტყმული, მერე შონ მელონისაც არ დაანება ანგარიშის გახსნა.

ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ფრიდელმა მუშტით ცუდად მოიგერია. იქვე მდგარი ბენ უოტსონოს დარტყმა 41 წლის გოლკიპერმა მხოლოდ ხაზის გადაკვეთის შემდეგ გამოიტანა.

"ტოტენჰემს" 2-3-ჯერ შეექმნა მომენტი გასათანაბრებლად, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბელგიელის სოლო
არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე საინტერესო მატჩი "ქრევეინ კოტეჯზე" გაიმართა.

ტურის წინა მიმოხილვაში "ფულჰემისა" და "ევერტონის" ფრე ვიწინასწარმეტყველეთ კიდეც, მაგრამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ეს უფრო სასწაულს ჰგავდა.

სტუმარს ბედმა უმუხთლა თუ არა, 6-7 გოლის გატანა მაინც შეეძლო. საუკეთესო "ლურჯებში" მარუან ფელაინი გახლდათ, ვისაც დუბლის გარდა, კიდევ ორჯერ მაინც შეეძლო გატანა.

ინგლისი. პრემიერლიგა. X ტური
მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, რ. ფერდინანდი, ევანსი, ევრა - ვალენსია (82. ნანი), კერიკი, კლევერლი (61. ანდერსონი), ე. იანგი - რუნი, ვან პერსი
არსენალი (4-2-3-1): მანონე - სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, ა. სანტოსი - არტეტა, უილშირი - რემსი (52. უოლკოტი), კასორლა, პოდოლსკი (81. არშავინი) - ჟირუ
გოლები: 1:0 ვან პერსი (3), 2:0 ევრა (67), 2:1 (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: რუნი (45), ააცილა
გაფრთხილება: იანგი, კლევერლი, ვან პერსი, ანდერსონი - უილშირი, არშავინი, არტეტა
გაძევება: - უილშირი (69)
კარში დარტყმა: 10-6 (6-3) კუთხური: 6-1 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 15-13 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 75 492

ფულჰემი-ევერტონი 2:2
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე (59. დეჟაგა) - დაფი, მ. დიარა (76. პეტრიჩი), ბერდი, კაჩანიკლიჩი (68. სიდუელი) - რუისი, ბერბატოვი
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, ჰეიტინგა, ბეინსი - მირალიაში (79. ნეისმიტი), ნევილი, ოსმანი, პიენაარი - ფელაინი, იელავიჩი (89. დისტენი)
გოლები: 1:0 ჰოვარდი (7-ს.კ-ში), 1:1 ფელაინი (55), 1:2 ფელაინი (72), 2:2 სიდუელი (90)
გაფრთხილება: რიისე, მ. დიარა, ბერდი - ოსმანი
კარში დარტყმა: 6-17 (4-9) კუთხური: 5-9 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 16-10 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 25 699

ნორვიჩი-სტოკი 1:0
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - უიტაკერი, ტერნერი (54. რ. ბენეტი), ბასონგი, გარიდო (69. ბარნეტი) - ტეტი, ბ. ჯონსონი - სნოდგრასი, ჰულაჰანი (87. მორისონი), პიკლინგტონი - ჰოლტი
სტოკი (4-3-3): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი, შოუკროსი, უილკინსონი (85. უელანი) - უაიტჰედი, ადამი, ნ’ზონსი - კაიტლი (61. ეთერინგტონი), კრაუჩი, უოლტერსი (69. კ. ჯონსი)
გოლები: 1:0 ჯონსონი (44)
გაფრთხილება: ტეტი - ადამი, უაიტჰედი, უილკინსონი, შოუკროსი, ეთერინგტონი
კარში დარტყმა: 8-8 (4-3) კუთხური: 9-1 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 13-14 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 26 072

სანდერლენდი-ასტონ ვილა 0:1
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ბერდსლი (80. ფ. კემპბელი), ო’ში, კუელიარი, კოლბეკი - ლარსონი, კ. გარდნერი (67. მაკლინი), კატერმოული, ა. ჯონსონი - ს. ფლეტჩერი, სესინიონი (67. საა)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, კლარკი, ბენეტი (11. ლიშაი - 71. სტივენსი) - ვაიმანი (84. ჰოლმენი), ვესტვუდი, ბენანი - აგბონლაჰორი, ბენტეკე
გოლი: 0:1 აგბონლაჰორი (57)
გაფრთხილება: ბერდსლი, ს. ფლეტჩერი - ლიშაი, კლარკი, ბენტეკე
კარში დარტყმა: 13-5 (2-2) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 9-13 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 41 515

სუონსი-ჩელსი 1:1
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, უილიამსი, მონკი, დევისი - ბრიტონი (65. გრემი), კი, - პ. ერნანდესი, დე გუზმანი, რუტლეჯი (65. ნ. დაიერი) - მიჩუ (79. შეხტერი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, ე. კოული - რომეუ (46. რამირესი), მიკელი - მოზესი (72. სტარიჯი), ოსკარი (79. ბერტრანი), აზარი - ტორესი
გოლები: 0:1 მოზესი (61), 1:1 პ. ერნანდესი (88)
გაფრთხილება: ბრიტონი, დე გუზმანი, კი, შეხტერი - ასპილიკუეტა
კარში დარტყმა: 5-16 (1-6) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 11-12 ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 20 527

ტოტენჰემი-უიგანი 0:1
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი (79. კეროლი), გალასი, კოლკერი, ვერტონგენი - ჰადლსტოუნი, სანდრო (23. სიგურდსონი) - ლენონი, დემპსი, ბეილი - დეფო (57. ადებაიორი)
უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოუსი, უოტსონი, მაკარტი - კონე, მელონი, დი სანტო (69. ხ. გომესი)
გოლი: 0:1 უოტსონი (56)
გაფრთხილება: დემპსი - ფიგეროა
კარში დარტყმა: 10-6 (6-3) კუთხური: 9-2 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 12-12 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 534

ვესტ ჰემი-სიტი 0:0
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - ო’ბრაიენი, კოლინზი (84. სპენსი), რიდი, მაკარტნი - დიამე (71. ონილი), ნოუბლი - ბენაიუნი, ნოლანი, ჯარვისი - ე. კეროლი (77. კ. კოული)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კ. ტურე, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ი. ტურე, ბერი - ნასრი (90. სინკლერი), ტევესი (84. ხ. გარსია), ბალოტელი (69. აგუერო) - ჯეკო
გაფრთხილება: კოლინზი, ბენაიუნი, მაკარტნი
კარში დარტყმა: 7-7 (4-5) კუთხური: 8-6 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 35 005

ქუინზ პარკი-რედინგი 1:1
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟულიო სეზარი - ტრაორე (84. ონუოჰა), ნელსენი, ა. ფერდინანდი, ბოსინგვა - ტაარაბტი, დიაკიტე, გრანერო, მაკი (81. ზამორა) - სისე, ჰოილეტი
რედინგი (4-4-2): მაკარტი - განტერი, მორისონი, გორკსი, შორი - მაკლირი (62. კებე), ლიგერტვუდი, ტაბი, მაკანუფი (79. რობსონ-კანუ) - ჰანტი, რობერტსი (88. ლე ფონდრე)
გოლები: 0:1 გორკსი (16), 1:1 სისე (66)
გაფრთხილება: - ჰანტი, ლე ფონდრე
კარში დარტყმა: 17-11 (7-3) კუთხური: 8-8 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 11-18 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 16 797

ლივერპული-ნიუკასლი 1:1
ლივერპული (4-3-3): ჯონსი - ხ. ენრიკე, აგერი, შკრტელი, უისდომი - შაჰინი (74. დაუნინგი), ალენი, ჯერარდი - სუსო (66. შელვი), სუარესი, სტერლინგი
ნიუკასლი (4-3-3): კრული - ანიტა, ტეილორი, კოლოჩინი, სანტონი - კაბაი (69. ფერგიუსონი), პერჩი (26. სიმპსონი), ხონასი - ბენ არფა, ბა (49. შ. ამეობი), სისე
გოლები: 0:1 კაბაი (43), 1:1 სუარესი (67)
გაფრთხილება: - სანტონი
გაძევება: - კოლოჩინი (84)
კარში დარტყმა: 13-10 (6-3) კუთხური: 14-3 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 44 803

5 ნოემბერი, 00:00
ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 10 8 0 2 26-14 24
2 ჩელსი 10 7 2 1 22-10 23
3 სიტი 10 6 4 0 18-9 22
4 ევერტონი 10 4 5 1 19-13 17
5 ტოტენჰემი 10 5 2 3 17-14 17
6 არსენალი 10 4 3 3 15-8 15
7 ფულჰემი 10 4 3 3 21-16 15
8 ვესტ ჰემი 10 4 3 3 13-11 15
9 ვესტ ბრომვიჩი 9 4 2 3 13-11 14
10 ნიუკასლი 10 3 5 2 12-14 14
11 სუონსი 10 3 3 4 15-14 12
12 ლივერპული 10 2 5 3 13-15 11
13 უიგანი 10 3 2 5 11-16 11
14 ნორვიჩი 10 2 4 4 8-18 10
15 სტოკ სიტი 10 1 6 3 8-10 9
16 სანდერლენდი 9 1 6 2 6-9 9
17 ასტონ ვილა 10 2 3 5 8-14 9
18 რედინგი 9 0 5 4 12-18 5
19 ქუინზ პარკი 10 0 4 6 8-19 4
20 საუთჰემპტონი 9 1 1 7 14-26 4

ბომბარდირები
8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 7 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული).

მომდევნო ტური
10 ნოემბერი
არსენალი-ფულჰემი, ევერტონი-სანდერლენდი, რედინგი-ნორვიჩი, საუთჰემპტონი-სუონსი, სტოკი-ქუინზ პარკი, უიგანი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი

11 ნოემბერი
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი, ნიუკასლი-ვესტ ჰემი, ჩელსი-ლივერპული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული