"ცხოვრებაში ყველაფერს მხოლოდ ფული არ წყვეტს. არსებობს ოჯახი, მშობლები და ბევრი სხვა რამ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მუშაობა. ამ მხრივ კი მანჩესტერში ყველაფერი მაკმაყოფილებს.
"მანჩესტერ სიტიში" "ბარსელონადან" მივედი, რომელსაც დიადი ისტორია აქვს. "ქალაქელებს" ასეთი შთამბეჭდავი ისტორია არ აქვთ, თუმცა აქ იმისთვის ვარ, რომ ჩვენი ისტორია შევქმნათ.
დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ქომაგებს გაახსენდებათ კლუბში შეტანილი ჩემი წვლილი. ამიტომ კარიერის დასრულება "სიტიში" მსურს", - თქვა ტურემ.
მომზადებულია L'equipe-ის მიხედვით