"ელ ნინიოს" შეფასებით, ეს პერიოდი ყველაზე წარმატებული იყო მის კარიერაში. ფერნანდოსთვის საუკეთესო პარტნიორად დღემდე "წითლების" კაპიტანი სტივენ ჯერარდი რჩება.
ესპანელი აღფრთოვანებულია მეგობრის მიღწევით, "ნიუკასლთან" ჯერარდმა ხომ მშობლიური გუნდის ღირსება კარიერაში მეექვსასედ დაიცვა. აი, რას ამბობს ის:
"ვფიქრობ, რომ 600 თამაში უნიკალური მიღწევაა. ზუსტად 3,5 წლის განმავლობაში ვტკბებოდი მასთან ერთად თამაშით, რაც ყოველთვის უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებდა.
ეს ალბათ საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს კარიერაში.
მიხარია სტივის წარმატებები. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ბევრჯერ ითამაშებს. ჯერარდს გამარჯვებულისა და ნამდვილი კაპიტნის მენტალიტეტი აქვს. ის იმ ფეხბურთელების რიცხვში შედის, რომელიც ყველა უყვარს.
სტივი ყველას ეხმარება. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. როცა ინგლისში ჩამოვედი, ის ყოველმხრივ გვერდში დამიდგა და სერიოზული გავლენა იქონია ჩემს თამაშზეც.
სტამბულში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როცა "ლივერპულმა" 3-ბურთიანი ფორმა ამოქაჩა და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა, უშუალოდ მისთვის თუ კლუბის ყველა ფანისთვის განსაკუთრებულ მომენტად იქცა.
სტივი ძალიან ამაყობს, რომ თავის გუნდთან ერთად ამხელა წარმატებას მიაღწია. თუმცა ის მატჩი ერთადერთი არ არის, რასაც მან მიაღწია.
გადით ქუჩაში და ნებისმიერ გამვლელს ჰკითხეთ, რას ფიქრობენ მასზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს მოგიყვებიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"