ოლივიე ჟირუ: უკანა ხაზის თამაში თუ არ გამოსწორდება, მოგება გაგვიჭირდება

AutoSharing Option
"არსენალის" 26 წლის თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს "ფულჰემთან" მატჩის დასრულების შემდეგ ინტერვიუ მისცა, სადაც "მეთოფეთა" უმთავრეს პრობლემებზე ილაპარაკა:

- ჩემს ადგილს გუნდში ნელ-ნელა ვნახულობ, თავს სულ უფრო უკეთ ვგრძნობ. ვცდილობ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დავიხარჯო. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობ.

შესაბამისად, თავს კარგად ვგრძნობ. პირადი კეთილდღეობა ერთი მხარეა, მეორე მხრივ კი ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როცა გუნდს ფრეებით დაკმაყოფილება უწევს.

აშკარაა, რომ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ, თამაშში საშუალოდ 2-3-ს. თუკი უკანა ხაზის თამაში არ გამოსწორდება, მოგება გაგვიჭირდება. არ ვამბობ, რომ
წარუმატებლობებში ბრალი მხოლოდ მცველებს მიუძღვით. ეს ნიშნავს, რომ მთელი გუნდი მოისუსტებს.

ბოლო პერიოდში სულ უფრო თავდაჯერებული ვხდები. ცხადია, საკუთარი პოტენციალის მჯერა. მეტსაც გეტყვით, მჯეროდა მაშინაც, როცა სეზონის დასაწყისში ვერ ვახერხებდი გატანას.

ის, რომ ფორმაში შევედი ნამდვილად არ მაოცებს. ძალიან მინდა, რომ "ფულჰემთან" ნაჩვენები თამაში კიდევ ბევრჯერ გავიმეორო და გუნდს გამარჯვებები მოვუტანო.

მართალია, წარუმატებელი სერია ძალიან გაგვიგრძელდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "არსენალის" სათამაშო კლასი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამ ყველაფერს უახლოეს ხანებში დავუსვათ წერტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული