რიო ფერდინანდი პრემიერლიგის პირველივე ტურში შეძლებს თამაშს. 13 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი "ნიუკასლს" შეხვდება და ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ "მანიუსა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი იმ მატჩში მონაწილეობას მოახერხებს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე ფერდინანდმა მუხლის მყესები დაიზიანა და მუნდიალის გამოტივება მოუწია.