"იუნაიტედი" ახალი გოლკიპერის პოვნის აუცილებლობის წინაშე მას მერე დადგა, რაც 39 წლის ჰოლანდიელმა ედვინ ვან დერ სარმა მკაფიოდ არ თქვა გააგრძელებს ფეხბურთელის კარიერას თუ თავს დაანებებს. თუ გააგრძელებს, მაშინ შემდეგ სეზონში "იუნაიტედს" კვლავ ეყოლება მაღალი დონის მეკარე, თუ არა და...
ფერგიუსონი ვან დერ სარის შემცვლელს მთელს ევროპაში ეძებს და კანდიდატთა სიაში ერთი ხანია ზემოხსენებული ლინდერგარდიც ჰყავს შეყვანილი
როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო, ამ მეკარის თამაშს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეთა მწვრთნელი ერიკ სტილი დაკვირვებით სწავლობს და ამის შესახებ თავად ლინდერგარდმაც, რასაკვირველია, კარგად უწყის. მან თქვა:
"პრესაში ჩემს გარშემო დიდი ხმაურია ატეხილი. ასახელებენ კლუბებს, რომელთაც, თითქოსდა ჩემი შეძენა სურთ და მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ მართალნიც არიან. დიახ, ის რომ ჩემით დაინტერესებულ კლუბთა შორის ერთ-ერთი "მანჩესტერ იუნაიტედია" სრული სიმართლე გახლავთ. მე პირადად ვიცი, რომ "იუნაიტედს" ჩემი თამაში მოსწონს, ეს მხოლოდ მას-მედიიდან არ შემიტყვია".
თუმცა, ინგლისური პრესა წერს, რომ ანდერს ლინდერგარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელთა ერთადერთი კანდიდატი სულაც არ არის. სერ ალექს ფერგიუსონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "შალკე 04"-ისა და გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მანჩესტერელებს სამიზნეში ჰყავთ ჰოლანდიელი მარტენ სტეკელენბერგიც, რომელსაც "აიაქსში" დიდხანს აღარავინ დატოვებს.
სტეკელენბერგმა ჟურნალ NuSport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა:
"მანჩესტერ იუნაიტედი, რასაკვირველია, ის კლუბია სადაც ყველას უნდა თამაში. თუ ჩვენი მწვრთნელი მარტინ იოლი მეტყვის, რომ მან "იუნაიტედის" ინტერესის შესახებ იცის, მაშინ მეც დავინტერესდები, მანამდე კი... რამდენადაც ჩემი აგენტი მეუბნება,