ერთი სიტყვით, 28 წლის მეკარე "იუნაიტედის" რადარში სერიოზულად მოხვდა და არ არის გამორიცხული ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარი სწორედ მან შეცვალოს.
"სანის" ცნობით ვან დერ
მაკგრეგორს "აიბროქსზე" 2013 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. გლაზგოელები ცოტა ხნის წინ მას ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ. აღსანიშნავია, რომ გოლკიპერი ახლა რომ არის ასეთ ფორმაში ცხოვრებაში არ ყოფილა. მან ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი - გოლი არც "ბურსასფორთან" გაუშვა და არც "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომლიც ახლა მისი შეძენით ასე ძლიერ გახლავთ დაინტერესებული.
ზემოთ ვახსენეთ, რომ შოტლანდიამ სამშაბათს ესპანეთთან 2:3 წააგო, მაგრამ წაგების მიუხედავად მეკარემ საუცხოოდ ითამაშა. მანვე ჩინებულად ითამაშა რამდენიმე დღით ადრე, 8 ოქტომბერს, ჩეხეთის წინააღმდეგაც - იან პოლაკის ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი. კიდევ, მიმომხილველები იხსენებენ, რომ მაკგრეგორმა ჩინებულად ითამაშა აგვისტოშიც - სქოთებმა სტოკჰოლმში, ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 წააგეს და "რეინჯერსის" კარის მცველი რომ არა, ანგარიში სულ სხვა იქნებოდა.