რაფაელ ბენიტესი: მოედანზე ფერნანდო ტორესის გადაადგილება გავაანალიზე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ინგლისის ჩემპიონატში "სანდერლენდთან" 8 დეკემბერს გამართული მატჩის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

ინგლისის პრემიერლიგის 16-ე ტურის შეხვედრა "ლურჯვების" გამარჯვებით, ანგარიშით - 3:1 დასრულდა. დუბლი გაიფორმა ფერნანდო ტორესმა, კიდევ ერთი გოლი მეტოქის კარში ხუან მატამ გაიტანა.

"ვარჯიშებზე დადებით შედეგებს ვაჩვენებთ. თამაშების წინ განტვირთვის მიზნით კი საწვრთნელ სეანსებს შემსუბუქებული პროგრამით ვატარებთ. ასეთი მეცადინეობა უმთავრესად დიდი დატვირთვების დროს განსაკუთრებული მომენტების დამუშავებას ემსახურება.

ახლა გაცილებით თავდაჯერებულები ვართ. თითოეულმა მოთამაშემ იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. დღეს, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში,
გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა.

რომეუს დაშავების შემდეგ ტაქტიკური სქემის შეცვლა მოგვიხდა, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად და უნარიანად გავუმკლავდით მასპინძელთა მზარდ წნეხს".


ესპანელმა სპეციალისტმა თანამემამულე ფერნანდო ტორესზეც ისაუბრა.

"როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მთელი გუნდი კარგად გაისარჯება და შექმნის მომენტებს, ტორესიც შეძლებს გატანას.

მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველას გვჯერა მისი. მე გავაანალიზე მისი მოქმედებები მოედანზე და გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე. რაც მთავარია, ის თავდაჯერებული ხდება

არ ვფიქრობ სატურნირო მდგომარეობაზე. წინა მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი ანგარიშით 6:1 გამარჯვებით და იმით, თუ როგორი თამაშით მივაღწიეთ ამ შედეგს.

დღეს დავინახეთ, რომ გუნდს ზუსტად აქვს წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოს. ეს დიდებულია!"
, - დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა.

ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ჩელსი" "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: როგორ ფერზე შეიღებება მანჩესტერი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული