რატომ გაფერმკრთალდა მისი ნიჭი "სტადიო დელე ალპიზე", ამაზე წერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ფრანგი თავდამსხმელის გამოყენებას ტურინელები ფლანგის ნახევარმცველად უფრო ცდილობდნენ.
იტალიაში გაფლანგული ტალანტის გამოყენების გამოცდილება არსენ ვენგერს უკვე ჰქონდა. მან ხომ "ინტერში" დაკარგული დენის ბერგკამპისგან მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გამოძერწა.
ანრიც სწორედ "მეთოფეების" რიგებში იქცა იმ ფიგურად, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. 2007 წელს, "ბარსელონაში" გადასვლამდე მან 378 თამაშში 228
5-წლიანი პაუზის შემდეგ ანრი 2012 წლის იანვარში დაბრუნდა "არსენალში" თვენახევრიანი იჯარით და თავის გამოჩენა მაშინაც მოახერხა.
"მეთოფეები" ამჟამადაც ახლოს არიან "ნიუ იორკ რედ ბულსთან" საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან.
MLS-ის წარმომადგენელი მზადაა, ანრი მარტის პირველ რიცხვებამდე დათმოს, ვენგერს კი იმედი აქვს, რომ ფეხბურთელს პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე შეინარჩუნებს.
"დეილი მეილის" მტკიცებით, ფრანგი სუპერვარსკვლავის "დებიუტი" საყვარელ გუნდში 6 იანვარს ასოციაციის თასის მე-3 ეტაპზე "სუონსის" წინააღმდეგ შედგება.
გამოცემის მტკიცებით, ანრი ვენგერის მხოლოდ პირველი შენაძენი იქნება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ ფრანგ სპეციალისტს კლუბის მეწილეებმა 40 მილიონი ფუნტი გამოუყვეს შემადგენლობის გასაძლიერებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"