ბეისბოლის კლუბ "ბოსტონ რედ სოქსის" მეპატრონემ ბიზნესმენმა ჯონ ჰენრიმ, რომელიც ხსენებულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მერსისაიდული კლუბის დირექტორატთან ხელშეკრულება გააფორმა და ამაყად აცხადებს, რომ მის თანამემამულეებს, "ლივერპულის" წინა მეპატრონეებს, ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტს "წითლები" უკვე აღარ ეკუთვნის.
ჰენრიმ თქვა: "საოცარი სიამაყის გრძნობა მეუფლება. იმავდროულად თავს დიდი საქმის დასაწყისში ვგრძნობ. ძნელია იმის გადმოცემა თუ როგორ მიხარია ბოლოს და ბოლოს ყველაფერი რომ მოვაგვარეთ. ახლა, ჩვენ ბევრ
"ლივერპულის" თავმჯდომარე მარტინ ბრაფტონი: "ყველაფერი, რაც ბოლო დროს მოხდა სანერვიულო და მტკივნეული იყო, მაგრამ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ საბოლოოდ შედეგს მივაღწევდით"
კლუბმა და კორპორაცია New England Sports Ventures-მა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.