იმის გათვალისწინებით, რომ "ქალაქელები" არც პრემიერლიგაში ბრწყინავენ ძველებურად, მათგან მოულოდნელი სულაც არ იქნება, რომ იტალიელ სპეციალისტს შობის დღეებში კარისკენ მიუთითონ, რათა ე.წ. ბოქსინგ დეიზე გუნდს ახალი იდეებით შეპყრობილი თავკაცი ჰყავდეს.
მანჩინის მდგომარეობის გამოსასწორებლად "ნიუკასლთან" (15 დეკემბერი), "რედინგთან" (22 დეკემბერი) და "სანდერლენდთან" (26 დეკემბერი) შეხვედრები დარჩა.
თუკი "სიტიმ" ამ შეხვედრებში ქულა მაინც დაკარგა, რობერტოს უკვე ვეღარაფერი უშველის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"