აქამდე სანქციას ასოციაცია საქმის მასალების შესწავლის შემდეგ საკუთარი ინიციატივით აწესებდა.
ასე მაგალითად, "ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა პატრის ევრასთვის "ნეგრიტოს" წოდებისთვის 8 მატჩი გამოტოვა, ანტონ ფერდინანდისთვის შავი სასქესო ასოს დაძახებისთვის კი ჯონ ტერის 4 მატჩი აკმარეს.
"დეილი მეილმა" ვრცელი მასალა შემოგვთავაზა დევიდ ბერნშტეინისა და მისი ორგანიზაციის გეგმების შესახებ.
ასოციაციაში ლეგიონერებისთვის (!) კულტურის სავალდებულო გაკვეთილების დანიშვნასაც გეგმავენ, რომელიც იდეის ავტორების აზრით, უცხოელებს
რაკი ინგლისში ძალიან ბევრი აზიური წარმომავლობის ბავშვია, მათ გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ, თუკი ისინი შვილებს ფეხბურთზე შეიყვანენ.
ამას გარდა, იგეგმება ცხელი ხაზის ამუშავება, რომელიც ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი, მისცემს საშუალებას, რომ ანონიმურობის დაცვის გარანტიით ინფორმაცია მიაწოდოს რასიზმის გამოვლინების კონკრეტული შემთხვევების შესახებ.
შესაძლებელი იქნება "ტვიტერზე" განთავსებული პოსტების მითითებაც კი, რათა წესრიგი მეტ-ნაკლებად ვირტუალურ სივრცეშიც დამკვიდრდეს. იგეგმება უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენება, რათა გამოვლინდეს მინდორზე რასიზმის გამოვლენის ყველა შემთხვევა.
ამიერიდან ინგლისში მიწვეულ უცხოელ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ცალკე გააცნობენ ამ კამპანიის წესებს, რათა მომავალში გაუგებრობები თავიდან იქნას აცილებული. ცალკე შემუშავდება რეკომენდაციები მატჩის მონაწილე ყოველი პირისა და სტადიონზე მომსახურე სტიუარდებისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, თუკი მსგავსი ფაქტის მოწმენი გახდებიან.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს, ის პრემიერლიგის წევრ 92 კლუბს გადაეგზავნება, რათა უკანასკნელებმა ფეხბურთელებსა და რიგით თანამშრომლებს გააცნონ.
მოსალოდნელია, რომ რასისტული და შოვინისტური გამოხდომების გარდა, ანალოგიური წესით დაისაჯოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის ქცევებიც. ბრიტანეთის სპორტის სამინისტროში საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივას აღფრთოვანებულები შეხვდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"