ეს თანხა იტალიელის ორი კვირის ხელფასს უტოლდება. სანქციის გასაუქმებლად მან და მისმა მენეჯერმა მინი რაიოლამ პრემიერლიგის სპეციალურ საარბიტრაჟო კომისიაში გადაწყვიტეს სარჩელის შეტანა. ბალოტელის დასჯის მიზეზი დისციპლინის რეგულარული დარღვევა გახდა.
თუკი კომისიამ ფეხბურთელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მარიოს დამატებით 170 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს. საქმის განხილვა 19 დეკემბრისთვის არის დანიშნული. ბალოტელი მიიჩნევს, რომ მას მიზნის მიღწევის მშვენიერი შანსი აქვს და ამიტომაც სარისკო
ფეხბურთელს "სიტიში" რეალურად ერთადერთი მხარდამჭერიღა ჰყავს - რობერტო მანჩინი, მაგრამ "ეტიჰადზე" ამ უკანასკნელის მომავალიც ბუნდოვანია.
როგორც ამბობენ, "ქალაქელების" ბოსებმა მას ულტიმატუმი წაუყენეს: თუკი გუნდი თამაშის ხარისხს არ გამოასწორებს, მანჩინის პოსტთან გამოთხოვება მოუწევს. "ბალოტელი ძალიან ცუდ ფორმაშია და "ნიუკასლთან" ის ზუსტად ამ მიზეზით აღმოჩნდა განაცხადს მიღმა.
ვიცი, რომ მას ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების ამბიცია აქვს. მის ადგილას მე მაქსიმალურ ყურადღებას ვარჯიშებს დავუთმობდი. თუმცა, რაც უნდა იყოს, მარიო ჩვენი გუნდის წევრად რჩება," - აცხადებს მანჩინი.
"გარდიანის" ჟურნალისტების მტკიცებით, ბალოტელის სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო დარჩა.
კლუბში უკმაყოფილონი არიან საქმისადმი მისი დამოკიდებულებით და იანვარში მის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"