დისციპლინარებმა 9-მატჩიანის ნაცვლად, ის 3-ით დასაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფელაინი მერსისაიდელებს იანვრამდე ვეღარ დაეხმარება.
მარუანს 22 დეკემბერს "ვესტ ჰემთან" შეხვედრა გაუცდება, 26-ში - "უიგანთან", 30-ში "ჩელსისთან". ბედის ირონიაა, მაგრამ იანვრის პირველ რიცხვებში ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა სწორედ უკანასკნელში განაგრძოს.
"მირორის" ცნობით, "ჩელსი" ლივერპულელებს ამ დღეებშივე დაუკავშირდება და მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს.
რომან აბრამოვიჩი მზადაა, ცენტრალურ ნახევარმცველში 24 მილიონი ევრო (19,51 მილიონი ფუნტი) გადაიხადოს.
"ლემპსის" მსურველი არაერთი კლუბის სახელი აქამდეც იყო ცნობილი. 18 დეკემბერს მათ კიდევ ერთი შეუერთდა. ლაპარაკია საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერ "მონაკოზე".
მონეგასკებს კლაუდიო რანიერი უდგას სათავეში, მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც ლემპარდი "ჩელსიში" 2001/04 წლებში თამაშობდა. "სტემფორდ ბრიჯზე" ფრენკის გამოჩენა სწორედ იტალიელი სპეციალისტის სახელს უკავშირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"