სამირ ნასრი ორ კვირას იუქმებს

AutoSharing Option
შობა-ახალი წლის დღეებში პრემიერლიგაში ე.წ. BOXING DAY-ის პერიოდი დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს ლამის ყოველ მესამე დღეს უწევთ თამაში.

მჭიდრო გრაფიკის გამო ყოველ ფეხბურთელს ამ დროს ოქროს ფასი ედება.

"მანჩესტერ სიტის" არ გაუმართლა. 25 წლის სამირ ნასრიმ "ნიუკასლთან" XVII ტურის შეხვედრაში საზარდულის ტრავმა მიიღო და მოედანზე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვერ გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული