ოფიციალურად: რაჰემ სტერლინგი "ლივერპულში" 2017 წლამდე ითამაშებს

AutoSharing Option
დიდი ხანია იწერებოდა, რომ "ლივერპულის" თინეიჯერი ვარსკვლავი რაჰემ სტერლინგი კლუბთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებოდა.

ფეხბურთელი 18 წლის 8 დეკემბერს გახდა. "ლივერპულმა" დაბადების წინა დღეებში მას თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა.

მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა. რაჰემმა 19 დეკემბერს ხელმოწერით დაადასტურა, რომ 2017 წლის 30 ივნისამდე "ლივერპულში" ითამაშებს.

სტერლინგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად "წითლების" ღირსება 25-ჯერ დაიცვა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 14 ნოემბერს მას შვედეთის ნაკრებთან 2:4-ზე წაგებულ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ინგლისის ნაკრებშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული