ჯონი ევანსი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წლამდე ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ჯონი ევანსმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე იქნება.

"კმაყოფილი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ვამაყობ, რომ ასეთ დიად გუნდში ვთამაშობ", - თქვა ევანსმა.

აქვე გეტყვით, რომ ევანსის დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2007 წელს შედგა, რის შემდეგაც მან გუნდის მაისური 141 შეხვედრაში მოირგო. მის ანგარიშზე 4 გატანილი ბურთია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული