პრემიერლიგის ლიდერმა "ნიუ სთედიუმიდან" მხოლოდ ქულა წამოიღო (1:1), შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში კი "სუონსის" საჯარიმოსთან რობინ ვან პერსი მოცელეს. იქვე მყოფმა მცველმა ეშლი უილიამსმა კი დაცემულ ჰოლანდიელს მთელი ძალით დარტყმული ბურთი თავში გაარტყა.
Video
გაცეცხლებული რობინ ვან პერსი
გაცეცხლებული რობინ ვან პერსი
"იუნაიტედის" გამწარებული ფორვარდი ოპონენტს ეკვეთა და გაწევ-გამოწევა გაჩაღდა. შედეგად მსაჯმა ორივე ფეხბურთელი ყვითელი ბარათით შეამკო.
ფერგიუსონის აზრით, ამ ეპიზოდში იყო იმის დიდი ალბათობა, რომ ვან პერსი
"ვან პერსი კინაღამ მოკლეს. ვფიქრობ, ფეხბურთის ასოციაცია ვალდებულია, ეს ეპიზოდი კარგად შეისწავლოს.
მე ვფიქრობ, რომ უილიამსი, ყვითელი ბარათის ნაცვლად, ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქმედება იყო, რომელიც ფეხბურთში ოდესმე მინახავს", - თქვა ფერგიუსონმა.
ამასთან, სერ ალექსს ეჭვი არ ეპარება, რომ მომხდარი სულაც არ იყო შემთხვევითი.
"მან ეს გამიზნულად, სასტვენის შემდეგ გააკეთა, როდესაც თამაში გაჩერებული იყო.
უილიამსმა ეს მსაჯის ცხვირწინ გააკეთა და მას მართლა შეეძლო ბიჭის მოკვლა!
ამისთანა საქციელისთვის ფეხბურთელი დიდი ხნით უნდა მოიკვეთოს!" - თქვა ფერგიუსონმა.
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: "ჩელსი" გაშლილი ფრთებით [VIDEO]