ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
XVIII ტურის უმთავრესი შედეგი ის არის, რომ ჩემპიონატის ლიდერებს შორის სხვაობა შემცირდა. რაც მთავარია, "ჩელსიმ" ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, რომ ჯერ კიდევ აწუხებს საჩემპიონო ამბიცია.

"იუნაიტედმა" "სუონსისთან" დაკარგა ქულა და თანაც იმ დროს, როცა მეტოქესთან კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. "ეშმაკებს" ისღა დარჩენიათ, რომ დამნაშავე საკუთარ თავში ეძიონ.

განსხვავებულად განვითარდა მოვლენები "სიტი"-"რედინგის" შეხვედრაში. "ქალაქელებს" მატჩის ბოლოს ისე რა მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მაინც გაიტანეს. მეორე თემაა, რამდენად სამართლიანი იყო გარეთ ბერის გოლის ჩათვლა.

აღნიშნული ეპიზოდის შეფასებისას საფეხბურთო ექსპერტების მოსაზრებები ერთმანეთისგან მკვეთრად გაიყო. ნაწილი ამტკიცებს,
რომ მაიკ დინს სრული უფლება ჰქონდა, ასე მოქცეულიყო, რადგან ნიკი შორისა და ბერის შორის ორთაბრძოლა არ ყოფილა. სტუმართა მცველს არც კი უცდია ბურთზე ახტომა და მხოლოდ კორპუსით ცდილობდა, მეტოქისთვის ბურთისაკენ მიმავალი გზა გადაეკეტა.


VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - რედინგი 1:0


წესების ასეთ განმარტებას სხვები არ ეთანხმებიან. დებატები მსაჯის გადაწყვეტილებაზე, როგორც ჩანს, მატჩის შემდეგ "სიტის" გასახდელშიც გაიმართა. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს თავად გოლის ავტორი:

"წესების დარღვე
ვა იყო თუ არა? ვერ გეტყვით, მომენტი განმეორებით ჯერ არ მინახავს.

ნიკი შორი მხოლოდ იდგა საჯარიმოში, მე კი უბრალოდ, ბურთთან პირველი გავჩნდი.

ბიჭებმა მითხრეს, რომ შესაძლოა, წესი მართლა დავარღვიე, მაგრამ ამის მიუხედავად, მოხარული ვარ, რომ მსაჯმა არ ჩასტვინა".


აქვე გეტყვით, რომ "სიტის" გოლი ინგლისური პრესისთვის არ ყოფილა ერთადერთი საკამათო თემა მსაჯებთან დაკავშირებით.

მაგალითად, ეჭვს იწვევს "სიტის" 18 წლის ჰოლანდიელი მცველის, კარიმ რეკიკისა და რედინგელი ჯეი ტაბის ეპიზოდი; თეო უოლკოტისა და ჟან ბოსეჟურის კონტაქტის შემდეგ "უიგანის" კარში პენალტის დანიშვნის ლოგიკურობა; ასევე, ეშლი უილიამსის საქციელი, როცა მან მწოლიარე რობინ ვან პერსის ბურთი მიზანმიმართულად მოარტყა თავში.

VideoSportall.Ge
გაცეცხლებული რობინ ვან პერსი


"აპტონ პარკზე" ენტონი ტეილორის მიერ უხეში თამაშისთვის ჯერ კარლტონ კოულისა და შემდეგ დარონ გიბსონის მინდვრიდან გაძევება გახდა საჭირო.

ლემპარდი: 130, 190 და 500
ფრენკ ლემპარდმა
"ჩელსიში" 130-ე პრემიერლიგური გოლი გაიტანა და ამ შედეგით 34 წლის ფეხბურთელმა "ლურჯების" ლეგენდარულ თავდამსხმელ ბობი ტემბლინგს ("ლურჯების" შემადგენლობაში 1959-70 წლებში თამაშობდა) გადაუსწრო.

VideoSportall.Ge
ჩელსი - ასტონ ვილა 8:0


უმაღლეს ლიგაში გოლების რაოდენობით ის პირველ ადგილზე გადავიდა. "ლურჯების" ყველა დროის ბომბარდირებში ლემპარდმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ფრენკის ანგარიშზე სულ 190 გოლია "ჩელსის" მაისურით.

მეორე ადგილზეა კერი დიქსონი 193 ბურთით, პირველზე კი 202-ით ტემბლინგია.

გეტყვით იმასაც, რომ კვირას ლემპარდმა პრემიერლიგაში თავისი მე-500 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. საერთო მონაცემებში, ბუნებრივია, "ვესტ ჰემში" ჩატარებული მატჩებიც შედის.

"მიხარია, რომ ამ საპატიო რეკორდის ავტორი ვარ. ისეთი დიდი ბომბარდირისა და დიდი ადამიანის გადასწრება, როგორიც ბობია, განსაკუთრებულად საამაყოა.

ძალიან მიხარია, რომ ეს "ასტონ ვილასთან" შთამბეჭდავ შეხვედრაში მოხდა",
- აცხადებს ვეტერანი.

ტურის მწვრთნელი
უფლება არ გვქონდა, სხვანაირად მოვქცეულიყავით. ტურის მწვრთნელად 51 წლის რაფა ბენიტესს ვასახელებთ. მისმა "ჩელსიმ" ფიფას საკლუბო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ "აიშვა".

ჯერ იყო და ლიგის თასზე "ლიდს" 6:1 სძლია, ახლა კი "ასტონ ვილას" 8:0 მოუგო.

საინტერესოა, თუ დარჩნენ ლონდონური კლუბის ფანები, რომელთაც პრინციპულად არ სურთ რაფასთან შერიგება მხოლოდ იმიტომ, რომ ესპანელი ოდესღაც "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

თუ კიდევ დარჩნენ, ვეჭვობთ, უფრო ცოტანი, ვიდრე ბოლო შეხვედრებამდე იყვნენ. "ჩელსის" თავკაცს ფეხბურთელებმა იდეალური საშობაო საჩუქარი გაუკეთეს.

ტურის გმირი
სტივენ ჯერარდი
საუკეთესო სეზონს ნამდვილად არ ატარებს. 32 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე 25 თამაშში 5 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მისი პოზიციიდან გამომდინარე, თითქოს ეს ცოტა არ არის, მაგრამ... ჩვენ ხომ მისგან უფრო შთამბეჭდავ შედეგებს ვართ მიჩვეულნი.

სტივი "ფულჰემთან" შეუდარებელი იყო. მის ანგარიშზე გოლი და 2 შედეგიანი საგოლე გადაცემაა.

VideoSportall.Ge
ლივერპული - ფულჰემი 4:0


აქვე გეტყვით, რომ "გარდიანის" ცნობით, კლუბმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1.5 წლით ადრე ფეხბურთელს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა.

ბრენდან როჯერსმა შეგირდს გუნდის მამოძრავებელი ძალა უწოდა.

Sportall.Ge


სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ბომბარდირები

13 - მიგელ მიჩუ (სუონსი)
12 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
11 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული)
9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)
8 - მარუან ფელაინი (ევერტონი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი)
7 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სანტი კასორლა (არსენალი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი) უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ასისტენტები
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან მატა (ჩელსი)
6 - ედენ აზარი (ჩელსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
5 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), დემიენ დაფი (ფულჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)

გოლი+პასი
18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 12+6
14 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 7+7, მიგელ მიჩუ (სუონსი) - 13+1
13 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 11+2, ხუან მატა (ჩელსი) - 6+7
12 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 7+5, დემბა ბა (ნიუკასლი) - 11+1
11 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) 9+2, მარუან ფელაინი (ევერტონი) - 8+3, სანტი კასორლა (არსენალი) 7+4
10 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი) 5+5, ედენ აზარი (ჩელსი) 4+6

გაფრთხილებები
7 - კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ანხელ რანხელი (სუონსი), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი)
6 - მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), ლუის სუარესი (ლივერპული), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4. სანტი კასორლა (არსენალი)
5. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
179 მატჩი
124 მოგება
55 ფრე
90 მშრალად შენახული კარები
16 უგოლო მატჩი
501 გოლი
4 ჰეთ თრიკი
29 პენალტი
16 ჯარიმა
103 თავით
353 ფეხით (+სხვა)
2.80 საშუალო შედეგიანობა
21 ავტოგოლი
458 ფეხბურთელი
26.1 საშუალო ასაკი
302 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
550 ყვითელი ბარათი
25 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
17 გაძევება წითელი ბარათით

მომდევნო ტური
26 დეკემბერი
ევერტონი-უიგანი, ფულჰემი-საუთჰემპტონი, იუნაიტედი-ნიუკასლი, ნორვიჩი-ჩელსი, ქუინზ პარკი-ვესტ ბრომ, რედინგი-სუონსი, სანდერლენდი-სიტი, ასტონ ვილა-ტოტენჰემი, სტოკ სიტი-ლივერპული.

არსენალი-ვესტ ჰემი (გადაიდო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: "ჩელსი" გაშლილი ფრთებით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული