შესაბამისად, დევიდ მოიესის გუნდი აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. "უიგანს" კი ნაკლებად პრესტიჟული, მაგრამ უფრო რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი - რობერტო მარტინესმა და კომპანიამ ელიტაში ადგილი უნდა შეინარჩუნონ. პროგნოზი: მასპინძელი 3 ქულას დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვებს. არ გამოვრიცხავთ ფრესაც.
"ფულჰემმა" გასულ უქმეებზე "ენფილდზე" პირი შეირცხვინა. "ლივერპული" მასთან შეხვედრაში მძიმე წონის მოკრივეს უფრო ჰგავდა.
მარტინ იოლის შეგირდებს "ქრევეინ კოტეჯზე" შელახული თავმოყვარეობის აღდგენა კი შეუძლიათ,
პროგნოზი: ევროპელი ბუკმეიკერები უპირობო ფავორიტად მასპინძელს მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენ არც ნაიჯელ ედკინსის გუნდის მიერ ქულის აღება გაგვიკვირდება.
"მანჩესტერ იუნაიტედს" უკანასკნელი 20-22 წლის განმავლობაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უამრავი კონკურენტი ჰყოლია. "ეშმაკების" ფანებს "ნიუკასლისადმი", მოყოლებული 90-იანების შუა ხანებიდან, განსაკუთრებული ანტაგონიზმი აკავშირებთ.
ყველაზე შეურაცხმყოფელ სიმღერებს ხომ მანკუნიანელები დღემდე სწორედ ჯორდებს უძღვნიან. წარმოიდგინეთ, გადაჭედილი "ოლდ ტრეფორდი", საძულველი "კაჭკაჭები" და ალესილი "იუნაიტედი".
პროგნოზი: მთავარია, მასპინძელთა ნახევარდაცვამ დემბა ბა-პაპის სისე უბურთოდ დატოვოს და ასეთ შემთხვევაში მატჩის ბედი გადაწყვეტილი იქნება.
"ჩელსიზე" წინა ტურის შემდეგ უამრავი რამის დაწერა შეიძლება. ბოლო ორ შეხვედრაში ხომ "ლურჯებმა" 14 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს.
ამ ფონზე, ცხადია, კრის ჰიუტონის "ნორვიჩს" მძიმე გამოცდა ელის. მასპინძლებს "კეროუ როუდზე" მიჯრით 5 თამაში აქვთ მოგებული და სწორედ ამიტომ გვგონია, რომ "ჩელსი"-"ასტონ ვილას" მატჩის სცენარის ან რაიმე მსგავსის გამეორება არარეალურია.
ჩვენი პროგნოზით, რაფა ბენიტესის გუნდი მინიმალურად, მაგრამ მაინც მოიგებს.
"ქუინზ პარკის" წაუგებელ სერიას (მიმდინარე სეზონში ეს ცოტა უცხოდ ჟღერს) წინა ტურში "სენტ ჯეიმს პარკზე" დაესვა წერტილი.
ამჯერად ჰარი რედნაპის გუნდს შინ მოუწევს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "ვესტ ბრომვიჩთან" გამკლავება.
პროგნოზი: მართალია, ევროპელი ბუკმეიკერები წარმატების მეტ შანსს მასპინძელს აძლევენ, მაგრამ ჩვენ უფრო სტუმრის მოგებას ან ფრეს ველით.
"რედინგი" და "სუონსი" XVIII ტურში მანჩესტერულ გრანდებს შეეჭიდნენ და თავი არც ერთს შეურცხვენია. "გედებმა" ხომ "იუნაიტედის" წარმოუდგენელ ზეწოლას გაუძლეს და ქულა მოიპოვეს.
ამ შეხვედრაში ეშლი უილიამსმა წაქცეულ რობინ ვან პერსის ბურთი თავში გაარტყა, რის მერეც მხარეებმა ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს.
საფეხბურთო ასოციაციამ ბრძანა, რომ რაკი არბიტრმა მომენტი დაინახა და წესის დამრღვევს ყვითელი ბარათი უჩვენა, ის საქმის გამოძიებას აღარ შეუდგება. ერთი სიტყვით, უელსელებს კაპიტანი ძირითადში ეყოლებათ. ჩვენი პროგნოზი: "სუონსის" მოგება ორბურთიანი სხვაობით.
ამ გუნდების შარშანდელი დაპირისპირება "სტედიუმ ოფ ლაითზე" პრემიერლიგის მომავალი ჩემპიონების მინიმალური წაგებით დასრულდა.
"ქალაქელებს" აწ უკვე ცუდ ფორმაში მყოფ მეტოქესთან უწევთ დაპირისპირება და შანსი აქვთ, "სამართლიანობა აღადგინონ". "სიტის" ბოლო წლებში მეტოქესთან სერიოზული უპირატესობა აქვს სტატისტიკაში.
გვგონია, რომ ამჯერადაც ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. არ გამოვრიცხავთ ფრესაც, ოღონდ არა 0:0-ს. სტატისტიკოსების მტკიცებით, უკანასკნელად ამ გუნდების უგოლო მატჩი 74 წლის წინ დაფიქსირდა.
"ასტონ ვილას" მძიმე დროება უდგას. ბუნებრივია, "ჩელსისთან" განადგურებამ (0:8) ბირმინგემელთა თავმოყვარეობა ძალიან შელახა. "ტოტენჰემთან" კიდევ ერთი წაგება მათზე კიდევ უფრო დამთრგუნველად იმოქმედებს.
სტატისტიკა ლონდონელთა სასარგებლოდ მეტყველებს - "დეზებს" ბოლო 8 მატჩიდან 5 მოგება და 3 ფრე აქვთ. "ვილა პარკზე" "ტოტენჰემმა" უკანასკნელი 7 სტუმრობიდან ერთხელ წააგო. პროგნოზი: "ტოტენჰემის" მინიმალური გამარჯვება ან ფრე.
"ლივერპული" ჩემპიონატის ერთ-ერთ "კერკეტ კაკალს" სტუმრობს. "სტოკ სიტის" მიმდინარე სეზონში შინ ჯერ არ წაუგია (4 მოგება, 4 ფრე) და გვგონია, რომ ეს საფრთხე არც ამჯერად ემუქრება. ტონი პულისის გუნდი უკანასკნელად 3 ნოემბერს დამარცხდა, რისი წყალობითაც ცხრილში მე-9 ადგილზე გადავიდა. "მეთიხეების" უშუალო მეზობლები "ლივერპული" და "ნორვიჩი" არიან. ნურავინ ელოდება შემტევ ფეხბურთს. მატჩის ბედს ალბათ ერთადერთი გოლი გადაწყვეტს. პროგნოზი: არც ერთი შედეგის გამორიცხვა არ შეიძლება.
ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ "არსენალი"-"ვესტ ჰემის" ლონდონური დერბი დედაქალაქის მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის გამო გადაიდო. "მეთოფეებმა" გადაწყვიტეს, რომ 60 ათას ფანს "ემირიტსზე" დროულად გამოცხადება და შემდგომ შინ დაბრუნება გაუჭირდებოდა. ეს არგუმენტები "ჩაქუჩებმაც" გაიზიარეს. პრემიერლიგამ გუნდებს გამოტოვებული მატჩის გასამართად 23 ან 26 იანვარი (პაუზა 23-ე და 24-ე ტურებს შორის) დაუთქვა.
ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური
26 დეკემბერი
ევერტონი-უიგანი 19:00
ტრავმა: მირალიაში, ჰიბერტი - მიაიჩი, კრუსატი, ალკარასი, უოტსონი
დისკვალიფიკაცია: ფელაინი (ევე)
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +7=6-2 (23-13)
ფულჰემი-საუთჰემპტონი 19:00
ტრავმა: ეთერინგტონი, მ. დიარა, ს. დევისი, რუისი - ლალანა
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=6-3 (23-22)
იუნაიტედი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: რაფაელი, ნანი, კაგავა, ანდერსონი - ბენ არფამ, გოსლინგი, კაბაი, ვუკჩიჩი, ს. ტეილორი, რ. თეილორი
დისკვალიფიკაცია: ტიოტე (ნიუკ)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 135 თამაში: +66=36-33 (259-201)
ნორვიჩი-ჩელსი 19:00
ტრავმა: სარმანი, რადი - ტერი, რომეუ
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +10=11-11 (38-46)
ქუინზ პარკი-ვესტ ბრომ. 19:00
ტრავმა: დაიერი, ჟ. სეზარი, ბოსინგვა, პარკი, ზამორა, ჯონსონი - რიდი, იაკობი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +11=8-14 (37-49)
რედინგი-სუონსი 19:00
ტრავმა: მორისონი, მაკარტი, რობერტსი - რანხელი, ნ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=5-4 (24-16)
სანდერლენდი-სიტი 19:00
ტრავმა: ბრაუნი, კატერმოული, ა. ჯონსონი - ბალოტელი, კოლაროვი, როდუელი, ნასრი, რიჩარდსი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 115 თამაში: +41=19-55 (169-206)
ასტონ ვილა-ტოტენჰემი 21:30
ტრავმა: ბენტი, აგბონლაჰორი, ვლაარი, დანი, გარდნერი - კაბული
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 135 თამაში: +48=32-55 (200-220)
სტოკ სიტი-ლივერპული 23:45
ტრავმა: დელაპი, უილსონი - აისადი, ბორინი, კელი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +17=27-45 (76-139)
არსენალი-ვესტ ჰემი გადაიდო
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები: 13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 12 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 11 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"