ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტურის წინ: დენთის კასრი "ეტიჰადზე"

AutoSharing Option
"ბოქსინგ დეის" მე-2 ტურს "სტედიუმ ოფ ლაითზე" ის გუნდები გახსნიან, რომელთაც ურთიერთდაპირისპირებათა მდიდარი ისტორია აქვთ.

"სანდერლენდი" "ტოტენჰემს" პირველად 1899 წლის 11 თებერვალს შეხვდა და 1:2 დამარცხდა. მართალია, ზოგადი სტატისტიკა თითქმის თანაბარია, მაგრამ პრემიერლიგაში მათი პაექრობები "დეზების" სასარგებლოდ უფრო მთავრდება.

"შავმა კატებმა" მიყოლებით ორი შეხვედრა მოიგეს და გასავარდნ ზონას დაშორდნენ, თუმცა მიღწეულით ტკბობა ჯერ კიდევ ადრეა.

ამჯერად მისი მეტოქე "ტოტენჰემია", ვინც საოცარ ფორმაში იმყოფება. წყვილის ფავორიტად "დეზები" მიიჩნევიან.

ჩვენ უფრო ფრეს ველოდებით.

"უიგანს" 6 თამაშია არ მოუგია, მაგრამ ამან არ უნდა
გაგვაკვირვოს, გადახედეთ მეტოქეთა სახელებს, ანგარიშებს და მიხვდებით, რომ რობერტო მარტინესის გუნდს თავი არავისთან შეურცხვენია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "ასტონ ვილაზე", ვისაც ბოლო ორ წაგებულ შეხვედრაში 12 ბურთი აქვს გაშვებული.

იმის მიუხედავად, რომ სტუმრები შედეგს დიდი შრომით თუ აღწევენ, თამაშის ხარისხი ბევრად უფრო კარგი აქვთ, ვიდრე მეტოქეებს.

გულწრფელად გეტყვით, რომ ფავორიტად რატომღაც "უიგანს" მივიჩნევთ.

"ქრევეინ კოტეჯზე" ერთმანეთს კარგა ხნის მოუგებელი გუნდები დაუპირისპირდებიან. "ფულჰემის" თამაში ერთბაშად მოიშალა. მარტინ იოლს უჭირს ფეხბურთელების ძველ რელსებზე დაბრუნება.

"სუონსიზე" ამას ვერ ვიტყვით. "გედები" იბრძვიან და მათი მოუგებელი სერია ცოტა უიღბლობისა და ცოტაც ძლიერი მეტოქეების ბრალია.

მიუხედავად ამისა, 29 დეკემბერს ლონდონელთა გამარჯვებას ველოდებით. ამ შემადგენლობით ისინი ელიტაში დასარჩენად ნამდვილად არ უნდა იბრძოდნენ.

"ოლდ ტრეფორდზე" უპირობო ფავორიტი, როგორც წესი, წინდაწინვე არის ხოლმე ცნობილი. 29 დეკემბერს სწორედ ეს შემთხვევაა. "ვესტ ბრომვიჩს" სერიოზული ოფლისღვრა მოუწევს თუნდაც ქულის წასაღებად, თუმცა, ვფიქრობთ, სტივ კლარკის გუნდს ესეც ვერ უშველის.

მართალია, "იუნაიტედს" უეინ რუნი არ ეყოლება, მაგრამ ძირითადში მის ადგილს ვერცხლისწყალივით მოძრავი ხავიერ ერნანდესი დაიკავებს.

ამჯერად "ეშმაკების" წინახაზელებს ცოტა უფრო მეტი გამჭრიახობა მართებთ, რადგან "ვესტ ბრომვიჩის" დაცვა ნამდვილად არ ჰგავს "ნიუკასლისას".

ჩვენი პროგნოზი: მასპინძელთა გამარჯვება ორი ბურთის სხვაობით.

"მანჩესტერ სიტის" "სანდერლენდთან" დამარცხების შემდეგ კიდევ ერთი რთული გამოცდა ელის. "ნორვიჩმა" 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მიჯრით 2-ჯერ წააგო და ახლა შინ შეეცდება დაკარგულის ანაზღაურებას.

"ქალაქელებს" ყოველი დაპირისპირება ძვირად უჯდებათ. რობერტო მანჩინი კი დიდი ხანია დანის პირზე დადის. როდის მოუწევს მას პოსტთან დამშვიდობება, ეშმაკმა უწყის. შეიხმა მანსურმა შესაძლოა იტალიელ სპეციალისტს მეტი ფეხის დაცდენა აღარც აპატიოს.

ნერვიულობენ თავად ფეხბურთელებიც. მაგალითად ჯო ჰარტმა თანაგუნდელებს ხმამაღლა მოუწოდა, რომ ძალები მოეკრიბათ და არ დანებებულიყვნენ.

მასპინძლების მდგომარეობას ის ამსუბუქებს, რომ "იადონებს" სეზონის დარჩენილ ნაწილში სანერვიულო აღარაფერი რჩებათ. ევროთასებზე ვერ გავლენ და არც გასავარდნად უნდა დაუდგეთ საქმე.

პროგნოზი: წესით, სტუმრებმა ფხა უნდა გამოიჩინონ და მოიგონ.

უპირობო აუტსაიდერი "რედინგი" ცუდ ფორმაში მყოფ "ვესტ ჰემს" ხვდება. შესაბამისად, გვეეჭვება, რომ გუნდებმა მაყურებელს საამო სანახაობა შესთავაზონ.

ვფიქრობთ, ბრაიან მაკდერმოტის შეგირდებს სემ ელერდაისის გუნდთან 3 ქულის აღების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ.

მართალია, "ჩაქუჩებს" ენდი კეროლი (ტრავმა) და კარლტონ კოული (დისკვალიფიკაცია) დააკლდებიან, მაგრამ "დიდი სემი" ალბათ მაინც მოიფიქრებს რამეს.

პროგნოზი: შედეგიანი ფრე ან სტუმართა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით.

"სტოკ სიტი" "საუთჰემპტონთან" რასაკვირველია ფავორიტია. "მეთიხეებს" ერთი პრობლემა აქვთ: ჯეიმს კემერონი და რაიან შოუკროსი მეხუთე ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულები არიან, თუმცა მათი არყოფნა "წმინდანებთან" გადაულახავი პრობლემა არ უნდა იყოს.

პროგნოზი: ტონი პულისის გუნდი მინიმუმ 2 ბურთით მოიგებს.

"მეთოფეებს" ზედიზედ სამი მატჩი აქვთ მოგებული. ისინი "ნიუკასლთანაც" ფავორიტები არიან. ტრავმა მოირჩინა ოლივიე ჟირუმ და გამოკვეთილი თავდამსხმელის ადგილს ალბათ ის ჩაიბარებს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ თეო უოლკოტი სკამზე დარჩება? წინასწარ ამის თქმა გვიჭირს. "კაჭკაჭებს" წამყვანი

ცენტრალური მცველი მაიკ უილიამსონი გამოაკლდათ, რაც ჩრდილოელთა ისედაც არასაიმედო დაცვას უფრო იოლად გასატეხს ხდის.

პროგნოზი: "არსენალის" გამარჯვება.


"ქუინზ პარკთან" მატჩის წინ "ლივერპულის" ფანებისთვის არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდებოდა. შესაძლო იყო, ტრავმის გამო შეხვედრა ლუის სუარესს გამოეტოვებინა. თუმცა უკანასკნელი ცნობებით ურუგვაელი 30 დეკემბრისთვის მწყობრში იქნება.

ბუკმეიკერები ფავორიტად "ლივერპულს" ასახელებენ. ჩვენი აზრით კი ყველაზე რეალური უხვგოლიანი ფრეა.

არამხოლოდ XX ტურს, არამედ მთლიანად 2012 წლის ინგლისის საფეხბურთო კალენდარს უქმეების ცენტრალური შეხვედრა დაასრულებს. "გუდისონ პარკს" "ჩელსი" სტუმრობს.

მართალია, ლონდონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ, მაგრამ გუნდები მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მაინც შეიძლება ერთმანეთის კონკურენტებად დავასახელოთ.

"ევერტონს" მიმდინარე სეზონში შინ თამაში ჯერ არ წაუგია, "ჩელსი" კი კარგ ფორმაშია და მისი მარცხი ძნელად წარმოგვიდგენია.

აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო ფრეს ველოდებით.

ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტური
29 დეკემბერი
სანდერლენდი-ტოტენჰემი 16:45
ტრავმა: ბრაუნი, ლ. კატერმოული - კაბული
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 96 თამაში: +34=27-35 (128-126)

ასტონ ვილა-უიგანი 19:00
ტრავმა: ბენტი, აგბონლაჰორი, ვლაარი, დანი - მიაიჩი, კრუსატი, უოტსონი
დისკვალიფიკაცია: დელფი (ასტ)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=5-4 (16-14)

ფულჰემი-სუონსი 19:00
ტრავმა: ეტერიჯი, დიარა, ს. დევისი - რანხელი, ნ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=1-3 (11-12)

იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: რაფაელი, ნანი, კაგავა (მან)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 101 თამაში: +46=23-32 (192-154)

ნორვიჩი-სიტი 19:00
ტრავმა: სარმანი, რადი - ბალოტელი, კოლაროვი, როდუელი, რიჩარდსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +5=16-24 (40-80)

რედინგი-ვესტ ჰემი 19:00
ტრავმა: მორისონი, მაკარტი - მაკარტნი, დიამე, ვას ტე, კეროლი
დისკვალიფიკაცია: კ. კოული (ვეს)
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=1-3 (20-9)

სტოკ სიტი-საუთჰემპტონი 19:00
ტრავმა: დელაპი, უილსონი - ლალანა
დისკვალიფიკაცია: კემერონი, შოუკროსი (სტოკ)
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +10=6-18 (45-59)

არსენალი-ნიუკასლი 21:30
ტრავმა: ა. სანტოსი, დიაბი, ფაბიანსკი - ბენ არფა, გოსლინგი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი, კაბაი, ვუკჩიჩი
დისკვალიფიკაცია: უილიამსონი (ნიუკ)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +57=34-58 (207-201)

30 დეკემბერი
ევერტონი-ჩელსი 17:30
ტრავმა: მირალიაში, ჰიბერტი - ტერი, რომეუ
დისკვალიფიკაცია: ფელაინი (ევერ)
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 154 თამაში: +49=49-56 (228-236)

ქუინზ პარკი-ლივერპული 20:00
ტრავმა: სეზარი, დაიერი, ბოსინგვა, პარკი, ზამორა, ე. ჯონსონი - აისადი, ბორინი, კელი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +7=6-29 (37-71)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 11 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული