განსაკუთრებით ივაჟკაცა "არსენალმა". "მეთოფეებმა" "ნიუკასლს" ტყავი გააძრეს. მოქმედმა ჩემპიონებმა 10 კაცით "ნორვიჩს" გასვლაზე მოუგეს.
"სტოკ სიტის" დაცვა კი უკვე აღარ ჰგავს თავის თავს. ყველამ ერთად კი გულშემატკივარს დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი მიუძღვნა.
დასასრულიც ასეთი უნდა... ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა, უჩვეულო იყო ისიც, რომ 8 შეხვედრაში 4 ავტოგოლი გავიდა. მოდი, თანმიმდევრობა დავარღვიოთ და მიმოხილვა ყველაზე საინტერესო მატჩებით დავიწყოთ.
უოლკოტის არსენალი
"კაჭკაჭებმა" ბოლო 2 შეხვედრაში 6 გოლი
ლონდონის მეტროს მუშაკების გაფიცვის გამო ლონდონური დერბი იანვრის მეორე ნახევარში ჩატარდება. ამ ფაქტორმა საბოლოო შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია.
"მეთოფეებმა" ხომ 4 გოლი მატჩის ბოლო 17 წუთში გაიტანეს. შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო. ეს ყველაფერი იმდენად უინტერესო იყო, რომ ვენგერი ორი წუთის განმავლობაში საკუთარი ქურთუკის შესაკრავის შეკეთებით იყო დაკავებული.
მე-20 წუთზე თამაშგარეს ზღვარზე მოთამაშე თეო უოლკოტმა ლუკას პოდოლსკის ბრწყინვალე გადაცემით ისარგებლა, ტიმ კრულთან პირისპირ გავიდა და შორეულ კუთხეში გაუტანა.
პოლდიმ თანაგუნდელი 37-ე წუთზეც დატოვა მეკარესთან რანდევუზე. თავდამსხმელმა ბოლო მომენტში ვეღარ დაარტყა სათანადოდ. დემბა ბამ საჯარიმოდან გაათანაბრა. ვოიცეხ შჩესნის ჯეკ უილშირის რიკოშეტზე რეაქცია კი ჰქონდა, მაგრამ აღების შანსი არა.
მეორე ტაიმი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის შედეგიანი დარტყმით დაიწყო. 6 წუთში ბაკარი სანია შეცდა. გაბრიელ ობერტანმა ლამის კარის ხაზზე მდგარ სტეფან მარვოს გაატანინა. პოდოლსკიმ "არსენალი" კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, მაგრამ სტუმრებმა მალევე უპასუხეს.
ბა ამჯერად კირან გიბსის ზურგს უკნიდან გამოხტა და ბურთი ახლო კუთხეში შეაგორა. უოლკოტი არ დაცხრა. 73-ეზე მან საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და კრულს აუღებელი დაურტყა. ვენგერმა შეტევა გააძლიერა - მოედანზე ოლივიე ჟირუ შეუშვა.
ფრანგმა თავდამსხმელმა თეოს ორი გადაცემის წყალობით 3 წუთის ინტერვალში დუბლი მიითვალა. უოლკოტის სპექტაკლი ამით არ დასრულებულა. ბოლო წუთზე მან მარცხენა ფლანგიდან "ნიუკასლის" მთელი დაცვა გააოგნა, 4 მეტოქე მოატყუა, დაეცა, წამოდგა და კრულს ახლო მანძილიდან ბურთი თავზე გადაუგდო.
ფეხბურთელის ანგარიშზე ჩემპიონატში უკვე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაგროვდა. "მისი ადგილი "არსენალშია", რადგან კლუბს უყვარს ის და მას უყვარს კლუბი," - განაცხადა მატჩის შემდეგ ვენგერმა.
Video
არსენალი - ნიუკასლი 7:3
არსენალი - ნიუკასლი 7:3
შეკრული სიტი ძალაა
"მანჩესტერ სიტის" ზუსტად 85 წამი დასჭირდა ანგარიშის გასახსნელად. სერხიო აგუერო-დავიდ სილვას კომბინაცია ედინ ჯეკომ ახლო მანძილიდან დააგვირგვინა.
ორ წუთში ბოსნიელმა კიდევ ერთხელ გაიტანა. პასი ამჯერად მას უშუალოდ აგუერომ გადააწოდა. მე-14 წუთზე ენტონი პიკლინგტონმა საჯარიმო კარში გაუშვა, ჯო ჰარტი გაელ კლიშის რიკოშეტმა უშანსოდ დატოვა.
პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა ის, რასაც შეეძლო, გადამწყვეტი გავლენა მოეხდინა მატჩის შედეგზე, მაგრამ პირიქით კი მოხდა - ნასრი არასათამაშო სიტუაციაში სებასტიან ბასონგისთვის თავის დარტყმის მცდელობისთვის მინდვრიდან გააძევეს.
ჩემპიონი გუნდი ამან კიდევ უფრო შეკრა. 50-ე წუთზე იაია ტურეს გრძელი გადაცემა ბასონგს მხარზე მოხვდა, აგუეროს მიუვიდა, ვინც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
63-ე წუთზე შოტლანდიელმა რასელ მარტინმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ერთი ბურთი გაქვითა, რასაც 4 წუთში ჯეკომ კიდევ ერთი გასროლით უპასუხა, ოღონდ ბურთი ძელს მოხვდა, მერე დეკლან რადს და ისე გავიდა.
75-ე წუთზე "ნორვიჩის" კუთხურს კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. საბოლოოდ ბრედლი ჯონსონის დარტყმულს მარტინმა ფეხი დაუხვედრა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
Video
ნორვიჩი - მანჩესტერ სიტი 3:4
ნორვიჩი - მანჩესტერ სიტი 3:4
კიდევ ერთი თრილერი
"ბრიტანია სტედიუმზე" პრემიერლიგის საუკეთესო დაცვის პატრონმა "სტოკ სიტიმ" "საუთჰემპტონისგან" 3 გოლი პირველ ტაიმშივე გაუშვა.
ამის მიზეზი წამყვანი უკანახაზელების, რაიან შოუკროსისა და ჯეფ კემერონის არყოფნა იყო. ასმირ ბეგოვიჩი ჯერ რობერტ ჰუთმა დააღალატა, ენდი უილკინსონმა კი სულაც თავისი კარი დალაშქრა.
მეორე ნახევარში მარკ კლატენბერმა სტივენ ნზონზი გააძევა უხეში თამაშისთვის. კაცნაკლულმა მასპინძელმა უკანასკნელ წუთზეღა შეძლო გათანაბრება.
"მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი წინააღმდეგობა გაუწია მისმა ყოფილმა გოლკიპერმა ბენ ფოსტერმა. თუმცა 29 წლის მეკარის თავდადება საკმარისი არ აღმოჩნდა.
მასპინძელმა დაგეგმილი 3 ქულა აიღო. ანგარიში ეშლი იანგის "შემწეობით" გარეთ მაკოლმა გახსნა - ჩრდილოირლანდიელმა საკუთარი კარი დალაშქრა.
შეხვედრის ბოლო წუთზე კი შეცვლაზე შესულმა, მოჭრილი დარტყმით, რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა თავი.
Video
მანჩესტერ იუნაიტედი - ვესტ ბრომვიჩი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი - ვესტ ბრომვიჩი 2:0
"ტოტენჰემს" ანგარიშის გახსნა 30-ე წუთზე თავად შეეძლო, მაგრამ ემანუელ ადებაიორმა ხარიხას 2 მეტრიდან გაარტყა.
სამაგიეროდ, მარტივ სიტუაციაში თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვია ჯონ ოშის. ირლანდიელმა 3-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა. 48-ე წუთზე "სანდერლენდი" საკუთარი მცველების შეუთანხმებლობამ დაღუპა.
კრეიგ გარდნერისა და კარლოს კუელიარის ორთაბრძოლას ის მოჰყვა, რომ 31 წლის ესპანელმა ბურთი თავის კარში გადაგზავნა. საბოლოოდ ანგარიში აარონ ლენონმა 51-ე წუთზე დააფიქსირა. 81-ეზე კი გარეთ ბეილმა მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 1 იანვარს "რედინგთან" შეხვედრას გამოტოვებს.
"ასტონ ვილას" ვარდნა გრძელდება. არა გვგონია, კლუბის ხელმძღვანელობამ პოლ ლამბერტს დიდხანს უთმინოს ის, რაც ამ წუთას ბირმინგემულ კლუბში ხდება. შოტლანდიელის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრა მშრალად წააგო და თანაც 15 გოლი გაუშვა.
"სუონსიმ" გუნდის საუკეთესო ბომბარდირის გარეშე შეძლო "ფულჰემთან" 3 ქულის აღება. მასპინძლებს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთმანეთზე უკეთესი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ რაში გამოიყენეს? ყველაზე მეტად ამ მხრივ ბრაიან რუისმა "გამოიჩინა თავი". მან სამი მომენტი გააფუჭა.
იმარჯვა "რედინგმაც". სერიოზული შეცდომა დაუშვა ვესტჰემელმა ჯეიმს კოლინსმა. უმისამართო გადაცემა მეკარისკენ პაველ პოგრებნიაკმა ჩაჭრა და თავადვე გამოიყენა. რა დასამალია და მსგავსი რამ ვეტერანს "ასტონ ვილაში" თამაშის დროსაც არაერთხელ უქნია.
დასასრული...
30 დეკემბერს, საღამოს, პრემიერლიგაში ორი საინტერესო შეხვედრა შედგა და ტურის ტრადიციისამებრ, ცოტა გოლი არც ერთში არ გასულა.
"ევერტონმა" "ჩელსის" უმასპინძლა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფდავორიტს მძიმე ბრძოლა გაუმართა. "ევერტონს" აქამდე შინ ერთი შეხვედრაც არ წაეგო და აი, ესეც მოხდა. შინაურ კედლებში ბეჭდაუდებელი ჩემპიონატს ახლა მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა - "სტოკ სიტი".
შეიძლება ითქვას, თამაში სტივენ პიენაარის გოლით გაიხსნა. სამხრეთაფრიკელი ვეტერანი ვიქტორ ანიჩებეს თავურის შემდეგ ხარიხიდან გადმოვარდნილ ბურთზე პირველი გაჩნდა. ორიოდე წუთში მერსისაიდელებმა კიდევ ერთხელ მოარტყეს ხარიხას.
ამჯერად ნიკიცა იელავიჩის დარტყმის შემდეგ. ბედშავმა ხორვატმა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ გაარტყა ხარიხას. "ჩელსიმ" 42-ე წუთზე გაათანაბრა. ვეტერანმა ფრენკ ლამპარდმა რამირესის გადაცემა გამოიყენა.
მანვე გაიტანა გამარჯვების გოლიც. ამჯერად ფრენკმა ტიმ ჰოვარდის მოგერიებულ ბურთს დაამატა.
Video
ევერტონი - ჩელსი 1:2
ევერტონი - ჩელსი 1:2
"ლივერპულის" ლიდერმა ლუის სუარესმა "ქუინზ პარკს" პირველივე ტაიმში პირადად გასცა პასუხი ყველა შეკითხვაზე. ურუგვაელს დებიუტშივე შეეძლო გატანა, მაგრამ ჟულიო სეზარმა აუღო. მე-10 წუთზე უკვე ბრაზილიელიც უძლური იყო.
6 წუთში ლუისმა მეორედ გამოიჩინა თავი. 28-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. როგორც სჩვევია, დანიელ აგერმა კუთხურის შემდეგ მეორე სართულისთვის ბრძოლა მოიგო და აუღებელი თავური დასცხო.
Video
ქპრ - ლივერპული 0:3
ქპრ - ლივერპული 0:3
ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტური
სანდერლენდი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 ოში (40), 1:1 კუელიარი (48-ს.კ-ში), 1:2 ლენონი (51)
სანდერლენდი (4-2-3-1): მინიოლე - კილგალონი (62. ფ. კემპბელი), ოში (68. ტ. ბრამბლი), კუელიარი, გარდნერი - კოლბეკი, ლარსონი (80. უიკჰემი) - მაკლინი, სესინიონი, ე. ჯონსონი - ფლეტჩერი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კოლკერი, ნაუტონი - სანდრო, დემბელე, ლენონი (83. პარკერი), ბეილი (90. სიგურდსონი) - დეფო (76. დემპსი), ადებაიორი
გაფრთხილება: კუელიარი - დოუსონი, დემბელე, ბეილი
კარში დარტყმა: 7-11 (4-8) კუთხური: 3-8 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 12-16 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 41 168
ასტონ ვილა-უიგანი 0:3
გოლები: 0:1 რამისი (3), 0:2 ბოისი (52), 0:3 კონე (56)
ასტონ ვილა (5-3-2): გუზანი - აირლანდი (63. ელ აჰმადი), ლოუტონი, ლიშაი (64. ოლბრაიტონი), ჰერდი, კლარკი - ბენეტი, ჰოლმენი (64. ბოუერი), ბენანი - ბენტეკე, ვაიმანი
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი, მაკარტი, ჯონსი (65. მაკარტური), ბოსეჟური (69. გომესი) - კონე (87. მაკმანამანი), დი სანტო, მელონი
გაფრთხილება: ბენანი, ლოუტონი, ვაიმანი - ბოისი, მელონი
კარში დარტყმა: 9-8 (3-5) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 15-9 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 33 374
ფულჰემი-სუონსი 1:2
გოლები: 0:1 გრემი (19), 0:2 დე გუზმანი (52), 1:2 რუისი (56)
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - ბრიგსი, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიტერი - ფრეი (86. სენდეროსი), კარაგუნისი, სიდუელი, დეჟაგა (76. როდალიეგა) - რუისი, ბერბატოვი
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, მონკი, უილიამსი, ტიენდალი - დე გუზმანი, აგუესტიენი (82. ბრიტონი) - დაიერი, ერნანდესი (66. ბ. დევისი), რუტლეჯი (46. კი) - გრემი
გაფრთხილება: კარაგუნისი, სიდუელი - აგუსტიენი
კარში დარტყმა: 15-7 (6-6) კუთხური: 9-8 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 14-12 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 25 700
იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 მაკოლი (9-ს.კ-ში), 2:0 ვან პერსი (90)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, ევანსი, ვიდიჩი, სმოლინგი - კლევერლი (83. სქოულზი), კერიკი, იანგი, ვალენსია - უელბეკი, კაგავა (65. ვან პერსი)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ჯონსი, მაკოლი, ტამაში, რიჯუელი - ტორნი, ბრანტი (75. მორისონი) - როსენბერგი (67. ლუკაკუ), დორანსი (83. ფორჩუნი), ოდემვინგე - ლონგი
გაფრთხილება: ვალენსია -
კარში დარტყმა: 10-5 (7-2) კუთხური: 9-6 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 11-5 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 75 595
ნორვიჩი-სიტი 3:4
გოლები: 0:1 ჯეკო (2), 0:2 ჯეკო (5), 1:2 პიკლინგტონი (14), 1:3 აგუერო (50), 2:3 მარტინი (63), 2:4 ბანი (67-ს.კ-ში), 3:4 მარტინი (75)
ნორვიჩი (4-4-2): ბანი - გარიდო, ბასონგი, ტერნერი, მარტინი - პიკლინგტონი, ტეტი (57. ჰოუსონი), ბ. ჯონსონი, სნოდგრასი - მორისონი (45. კეინი), ჰულაჰანი (74. ჯექსონი)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ბერი, ი. ტურე - ნასრი, დ. სილვა (56. მილნერი), აგუერო (90. ხ. გარსია) - ჯეკო (81. ლესკოტი)
გაფრთხილება: ბასონგი, ბ. ჯონსონი, პიკლინგტონი - კლიში
გაძევება: - ნასრი (44)
კარში დარტყმა: 9-10 (4-7) კუთხური: 4-9 თამაშგარე: 0-0 ჯარიმა: 8-10 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 26 827
რედინგი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 პოგრებნიაკი (5)
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - ჰარტი, პირსი, მარიაპა, განტერი - გატრი (65. ჰანტი), კებე (76. რობსონ-კანუ), კარაჯანი, ლიგერტვუდი - პოგრებნიაკი, მაკანუფი
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - ტომკინსი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი - ნოუბლი (79. ნოუბლი), ონილი (67. ვას ტე), მ. ტეილორი (54. კოლისონი), ნოლანი - ჯარვისი, კოული
გაფრთხილება: პოგრებნიაკი, პირსი, ჰარტი - ნოუბლი, კოლინსი, ტომკინსი, ნოლანი
კარში დარტყმა: 4-11 (2-4) კუთხური: 2-2 თამაშგარე: 6-1 ჯარიმა: 19-12 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 24 183
სტოკ სიტი-საუთჰემპტონი 3:3
გოლები: 0:1 ლამბერტი (10), 1:1 ჯონსი (16), 1:2 როდრიგესი (24), 1:3 უილკინსონი (36-ს.კ-ში), 2:3 აპსონი (67), 3:3 ჯერომი (90)
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (70. უაიტჰედი), აპსონი, ჰუთი, შოტონი - ეთერინგტონი (57. ჯერომი), ნზონზი, უელანი, კაიტლი (75. კრაუჩი) - ჯონსი, უოლტერსი
საუთჰემპტონი (4-1-3-2): კ. დევისი - იოშიდა, ფონტე, ჰიუველდი, შოუ (82. ფოქსი) - შნაიდერლინი - პანჩეონი (85. რიჩარდსონი), კორკი, დი პრადო - ლამბერტი, როდრიგესი
გაფრთხილება: ჯერომი - ფონტე, როდრიგესი
გაძევება: ნზონზი (71) -
კარში დარტყმა: 7-6 (5-5) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 6-11 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 26 391
არსენალი-ნიუკასლი 7:3
გოლები: 1:0 უოლკოტი (20), 1:1 ბა (43), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (51), 2:2 მარვო (59), 3:2 პოდოლსკი (64), 3:3 ბა (69), 4:3 უოლკოტი (73), 5:3 ჟირუ (85), 6:3 ჟირუ (87), 7:3 უოლკოტი (90)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - გიბსი, ვერმალენი, კოშელნი, სანია - უილშირი, არტეტა - პოდოლსკი (82. რემსი), კასორლა (85. კოკლენი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (74. ჟირუ) - უოლკოტი
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი (82. ფერგიუსონი), კოლოჩინი, პერჩი, სანტონი - ტიოტე, ბიგირიმანა (82. შ. ამეობი), მარვო (88. ტავერნიე), ობერტანი - სისე, ბა
გაფრთხილება: - სანტონი
კარში დარტყმა: 13-7 (11-6) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 9-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 60 087
ევერტონი-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 პიენაარი (2), 1:1 ლამპარდი (42), 1:2 ლამპარდი (72)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, იაგიელკა, ჰეიტინგა - ჰიტცლშპერგერი (78. ბარკლი), ოსმანი, პიენაარი (81. ოვიედო), ნეისმიტი (76. ველიოსი) - ანიჩებე, იელავიჩი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი (46. ტერნბული) - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, ე. კოული - ლამპარდი, ლუისი - რამირესი, მატა (85. ოსკარი), აზარი (74. მოზესი) - ტორესი
გაფრთხილება: პიენაარი, დისტენი - კეჰილი, ლუისი, ე. კოული
კარში დარტყმა: 12-8 (8-5) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 4-4 ჯარიმა: 15-13 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 39 485
ქუინზ პარკი-ლივერპული 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (10), 0:2 სუარესი (16), 0:3 აგერი (28)
ქუინზ პარკი (4-4-1-1): ჟ. სეზარი - ტრაორე, ჰილი, ნელსენი, ონუოჰა - მბია, დიაკიტე (63. გრანერო), რაიტ-ფილიპსი (80. ფაბიო), მაკი - ტაარაბტი - სისე (46. დერი)
ლივერპული (4-3-3): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე (71. სუსო) - ჯერარდი, ჰენდერსონი (64. ლუკასი), ალენი (87. კარაგერი) - სტერლინგი, დაუნინგი, სუარესი
გაფრთხილება: მბია, ფაბიო - ლუკასი
კარში დარტყმა: 10-10 (6-6) კუთხური: 1-9 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 11-9 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 18 304
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები: 14 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი) ლუის სუარესი (ლივერპული)
მომდევნო ტური
1 იანვარი:
ვესტ ბრომვიჩი-ფულჰემი, მანჩესტერ სიტი-სტოკ სიტი, სუონსი-ასტონ ვილა, ტოტენჰემი-რედინგი, ვესტ ჰემი-ნორვიჩი, უიგანი-მანჩესტერ იუნაიტედი, საუთჰემპტონი-არსენალი
2 იანვარი:
ჩელსი-ქუინზ პარკი, ლივერპული-სანდერლენდი, ნიუკასლი-ევერტონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"