სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
შეხვედრაში დუბლის შესრულებით თავი ჩიჩარიტომ და რობინ ვან პერსიმ გამოიჩინეს. ამ ლამაზი გამარჯვებით კი "მანჩესტერ იუნაიტედმა", გარდა იმისა, რომ პრემიერლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა, თავის დამრიგებელს - ალექს ფერგიუსონს იუბილე მიულოცა. წინა დღეს, 31 დეკემბერს, შოტლანდიელმა სპეციალისტმა თავისი 71-ე დაბადების დღე აღნიშნა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდი შემტევი ფეხბურთის ჩვენებისთვის შეაქო და ის დროც გაიხსენა, როდესაც
"ჩვენ ბევრ გოლს ვიტანთ და გულშემატკივრებსაც სწორედ ეს მოსწონთ. სატელევიზიო ტრანსლაციის თვალსაზრისით, გინდ ამერიკაში და გინდ ავსტრალიაში, მაყურებელი უარს არ იტყოდა კიდევ ერთი მატჩის ნახვაზე, რომელიც 4:3 დასრულდება.
მეტოქეები განსაკუთრებულად განეწყობიან ხოლმე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და ამის გამო თამაშის ასეთ შედეგს ვიღებთ", - აქვეყნებს ფერგიუსონის სიტყვებს goal.com.
"ჩვენი გუნდი მოედანზე გამუდმებით წინ მიიწევს და ამიტომაც დაცვაში ხვრელები ჩნდება ხოლმე.
იყო ერთი სეზონი, როდესაც ჩემპიონატის ბოლო მატჩამდე მხოლოდ 17 გაშვებული გოლით მივედით. უკანასკნელ შეხვედრაში შმეიხელს ერთი - სეზონში მე-18 გოლი გაუტანეს და მაშინ პეტერი ძალიან დაღონებული იყო.
ამ დროისთვის ჩვენ უკვე გაშვებული გვაქვს 28 გოლი და კალენდარში ჯერ ახალი წელია!" - დასძინა "იუნაიტედის" თავკაცმა.