ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტურის შეჯამება: ახალი წლის პირველი სენსაცია

AutoSharing Option
"ჩელსისთან" შეხვედრის წინ "ქუინზ პარკის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა მისთვის ჩვეული უკმეხი ტონით განაცხადა, ჩვენი მეტოქის მთავარი მწვრთნელი ნამდვილად სულელი უნდა იყოს, რომ იმ გუნდით, რომელსაც შემადგენლობაში ხუან მატა, ედენ აზარი და ფრენკ ლამპარდი ჰყავს, წარმატებას ვერ მიაღწიოს, თუმცა ამის გათვალისწინებითაც გარკვეული შანსი გვაქვს და ამისთვის ვიბრძოლებთო.

რა შედეგით დასრულდა დასავლეთლონდონური დერბი, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის. სხვაობა ჩემპიონატის ცალსახა ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედთან" უკვე 14 ქულამდე გაიზარდა, რაც ჩვენი აზრით, "ჩელსის" საჩემპიონო რბოლის მიღმა ტოვებს.

ცხადია, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე რაფა ბენიტესს
საკუთარი გადაწყვეტილებების ახსნა მოუხდა.

ესპანელმა ხომ ნახევარდაცვის ლიდერები სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. ჟურნალისტებმა ვერაფრით მიაგნეს მიზეზს, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

"გუნდი გადაღლილი იყო და მომენტების რეალიზაცია ამიტომ ვერ მოახერხა. ამასთან უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დავუშვით, რითაც მოწინააღმდეგემ მშვენივრად ისარგებლა.

ლოგიკურია, რომ შემადგენლობის როტაციასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, მაგრამ მე არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებებს.

გუნდს ნამდვილად არ შეუძლია ყველა თამაში ერთი და იმავე შემადგენლობით ჩაატაროს. როდესაც აუტსაიდერთან შინ გიწევს თამაში, უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ სათადარიგო ფეხბურთელებს ენდო.

მიუხედავად მარცხისა, მათი იმედი მომავალშიც მექნება,"
- თქვა ბენიტესმა.

ტურის მწვრთნელი
დასავლეთლონდონურ დერბიში პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სენსაცია დაფიქსირდა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ქუინზ პარკთან" წააგო. ჰარი რედნაპი ირწმუნება, რომ მისი რეინჯერები ელიტურ ლიგას არ დაემშვიდობებიან.

65 წლის სპეციალისტმა რასაკვირველია იცის სტატისტიკა, რომ ახალ წელს ცხრილის ბოლო საფეხურზე შეხვედრილი გუნდებიდან ისტორიაში ერთადერთმა (ვესტ ბრომვიჩმა) მოახერხა ამის გაკეთება, მაგრამ ის მაინც იმედიანად არის.

XXI ტურში "ქუინზ პარკმა" მარტო 3 ქულა კი არ მოიპოვა, არამედ საკუთარი ძალების რწმენა შეიძინა, რომ მას შეუძლია შეუსრულებელი მისიის შესრულება. წინ კიდევ დიდი ბრძოლაა. ვნახოთ...

ტურის გმირი
XXI ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩვენი აზრით, სტივენ ჯერარდია. 32 წლის ვარსკვლავმა ბოლო დროს ძველებური ფორმა აკრიფა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ "ლივერპულმა" მასთან ერთად გამოიღვიძა.

რამდენიც არ უნდა ვწეროთ ფეხბურთის გუნდურობაზე, ცხადია, ინდივიდუალისტები, ლიდერები მაინც ძალიან ბევრს წყვეტენ და სტივიც სწორედ ამ კალიბრის ფეხბურთელებში გადის.

თუკი შეხვედრას პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალი ან მიმოხილვას მაინც შეავლეთ თვალი, დაგვეთანხმებით, რომ მესამე გოლისას ჯერარდის პასი არ იყო რიგითი შემთხვევა.

მან და ლუის სუარესმა "სანდერლენდს" საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს. ჯერარდმა კი პირადად ლამაზი წარმოდგენა შემოგვთავაზა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ბომბარდირები
16 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
15 - ლუის სუარესი (ლივერპული)
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი),
10 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)
9 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)

ასისტენტები

8 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან მატა (ჩელსი)
6 - ედენ აზარი (ჩელსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრაიან რუისი (ფულჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი)
5 - ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), დემიენ დაფი (ფულჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი),

გოლი+პასი

22 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 16+6
18 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 15+3
14 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 7+7, მიგელ მიჩუ (სუონსი) - 13+1, ხუან მატა (ჩელსი) - 7+7, თეო უოლკოტი (არსენალი) 8+6
13 - დემბა ბა (ნიუკასლი) - 13+0, სტივენ ჯერარდი (ლივერპული) 5+8
12 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) 10+2, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 7+5, სანტი კასორლა (არსენალი) 7+5, 10 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი) 6+6

გაფრთხილებები

7 - კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ანხელ რანხელი (სუონსი), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ლუის სუარესი (ლივერპული), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი),
6 -პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), მაიკ უილიამსონი (ნიუკასლი), გარი კოლდუელი (უიგანი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
3. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
4. ხუან მატა (ჩელსი)
5. სანტი კასორლა (არსენალი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
208 მატჩი
148 მოგება
60 ფრე
103 მშრალად შენახული კარები
17 უგოლო მატჩი
597 გოლი
6 ჰეთთრიკი
34 პენალტი
19 ჯარიმა
115 თავით
429 ფეხით (+სხვა)
2.87 საშუალო შედეგიანობა
28 ავტოგოლი
473 ფეხბურთელი
26.0 საშუალო ასაკი
303 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
633 ყვითელი ბარათი
27 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
19 გაძევება წითელი ბარათით

მომდევნო ტური
12 იანვარი:
ასტონ ვილა-საუთჰემპტონი 19:00
ევერტონი-სუონსი 19:00
ფულჰემი-უიგანი 19:00
ნორვიჩი-ნიუკასლი 19:00
რედინგი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
სტოკი-ჩელსი 19:00
სანდერლენდი-ვესტ ჰემი 19:00

13 იანვარი
იუნაიტედი-ლივერპული 17:30
არსენალი-სიტი 20:00

14 იანვარი
ქუინზ პარკი-ტოტენჰემი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური: სიგიჟის დასასრული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული