"ვესტ ჰემის" ფეხბურთელი მეთ ჯარვისი გეი-ჟურნალისთვის გაშიშვლდა

AutoSharing Option
"ვესტ ჰემის" ფეხბურთელმა მეთ ჯარვისმა დიდ ბრიტანეთში გამომავალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი-ჟურნალის, Attitude-ს გარეკანისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ჟურნალთან ინტერვიუში ჯარვისმა თქვა, რომ ფეხბურთელთა შორის საკმაოდ მრავლად არიან ჰომოსექსუალები და მათ ძალიან უჭირთ თავიანთ არატრადიციულ ორიენტაციაზე ღიად საუბარი.

ჯარვისმა დასძინა, რომ მოვიდა დრო, გეი-ფეხბურთელებმა თავი მშვიდად იგრძნონ, რადგან საფეხბურთო საზოგადოება მათი ორიენტაციის გამოაშკარავებას მიესალმება და გაგებითაც მოეკიდება.

მეთ ჯარვისი მესამე ფეხბურთელია, რომელიც ამ ჟურნალში პოზიორობას დათანხმდა. 2002 წელს გამოცემის ყდაზე ინგლისელი დევიდ ბექჰემი გამოჩნდა, 2006 წელს - შვედი ფრედერიკ ლუნგბერგი.

რაც შეეხება ჯარვისს, მისი ორიენტაციის შესახებ ვერაფერს გეტყვით - ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცოლიანია, თუმცა არაფერს ნიშნავს.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული