"ტოტენჰემმა" გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყიდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "შალკესთან" ნახევარმცველ ლუის ჰოლტბის ტრანსფერზე მოილაპარაკა.

22 წლის გერმანელის შეძენა თვეების განმავლობაში "ლივერპულს" სურდა, აქტიურობდა კიდეც, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა, "წითლებს" ლონდონურმა კლუბმა აჯობა.

თუმცა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი "ნისლიან ალბიონზე" მხოლოდ სეზონის ბოლოს, ივლისში გადაბარგდება, სეზონს კი გელზენკირხენში ჩაამთავრებს.

"სპურზმა" სპეციალური წარმომადგენლები ყატარში მიავლინა, სადაც სეზონის განახლებისთვის "შალკე" ემზადება და ტრანსფერიც გაიჩარხა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული